ინტერნეტში სხვადასხვა ვებსაიტის თვალიერებისას შეიძლება შემთხვევით არასწორი მისამართი შეიყვანოთ ან ისეთ გვერდზე მოხვდეთ, რომელიც აღარ არსებობს. ჩვეულებრივ, „404 – Page Not Found“ გვერდები ერთმანეთს ჰგავს. თუმცა არსებობს გამორჩეული მაგალითებიც, რომლებსაც თანამედროვე UI/UX დიზაინი დიდ ყურადღებას აქცევს.
რისთვისაა 404 გვერდი?
404 გვერდი არის სტანდარტული HTTP შეცდომის კოდი, რომელიც ჩნდება მაშინ, როდესაც თქვენ მიერ მოთხოვნილი ვებგვერდი არ არსებობს. მისი არსებობა ვებსაიტისთვის აუცილებელია.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ვიზიტორისთვის სასიამოვნო გამოცდილება არ არის, 404 გვერდი სულაც არ უნდა იყოს მოსაწყენი. თქვენ შეგიძლიათ ის თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ. 404 გვერდი შეიძლება იყოს კრეატიული, მხიარული და მოულოდნელი.
საუკეთესო 404 გვერდები შთაგონებისთვის
ჩვენ შევადგინეთ საუკეთესო 404 გვერდების სია, რომელიც შთაგონებას მოგცემთ:
Massive Media

ამ ვებგვერდს აშკარად დაჰკრავს Space Oddity-ს განწყობა! ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფრაზა „Houston, we have a problem“ კარგად წარმოაჩენს Massive Media-ს იუმორის გრძნობას. ჰაერში მოცურავე ძაღლი კი მომხმარებლებს აუცილებლად გააცინებს და შესაძლოა, გვერდის განახლებაც კი აღარ მოუნდეთ.
Major Tom

Major Tom-ს Massive Media-ს მსგავსი იუმორის სტილი აქვს. მათ „not found“ გვერდზე კოსმოსში მცურავ ადამიანს ნახავთ. გვერდზე წერია: „Houston, we have a 404 problem. Instead of floating aimlessly in space why not use the helpful navigation above to find relevant content“. იუმორთან ერთად, ისინი მომხმარებელს გზას თავაზიანად უჩვენებენ.
Luminary

კრეატიული 404 გვერდის შექმნა სულაც არ ნიშნავს სრულიად ინოვაციური იდეის გამოგონებას. Luminary-მ მარტივი, მაგრამ სტილური გადაწყვეტა აირჩია. მათ დაამატეს ემოჯი და საკუთარი ლოგოს მცირე ელემენტები, რაც გვერდს მიმზიდველს ხდის და ვიზიტორს მთავარ გვერდზე აბრუნებს.
Isadora Agency

როდესაც მომხმარებელი 404 გვერდზე ხვდება, მნიშვნელოვანია, მიუთითოთ რა გააკეთოს შემდეგ. Isadora Agency-ს შეცდომის გვერდზე შეგიძლიათ მიჰყვეთ „საღებავის ნაკვალევს“, რომელიც მენიუსკენ მიგითითებთ და დაგეხმარებათ სასურველი ინფორმაციის პოვნაში.
Redonk Marketing

შეუძლებელია ასეთმა ვიზუალმა ღიმილი არ მოგგვაროთ. Redonk-მა გადაწყვიტა, რომ მომხმარებლებისთვის პრობლემური გამოცდილება უფრო პოზიტიური გაეხადა. მათი 404 გვერდი სტუმრებს მოუწოდებს დაუკავშირდნენ კომპანიას და გაეცნონ მათ ნამუშევრებს, იმავდროულად კი გუნდი შეტყობინებას იღებს 404 შეცდომის შესახებ.
WEBITMD

WEBITMD მკაფიოდ მიუთითებს, რომ გვერდი ხელმისაწვდომი არ არის და ამავე დროს სთავაზობს საძიებო ველს, რათა მომხმარებელმა მარტივად იპოვოს სასურველი კონტენტი და 404 გვერდიდან გავიდეს.
404 გვერდი ვებდიზაინის აუცილებელი ნაწილია და თქვენი ბრენდის პროფესიონალიზმს უსვამს ხაზს. მიიღეთ შთაგონება ამ „შეცდომის“ გვერდებისგან, შეინარჩუნეთ ვიზიტორები თქვენს ვებსაიტზე და წაახალისეთ ისინი, გააგრძელონ თქვენი სერვისებისა და პროდუქტის შესწავლა.












