in

„ვებსტერის უნივერსიტეტის” ქართული კამპუსი მაგისტრანტების პირველ ნაკადთან შესახვედრად ემზადება

მას შემდეგ, რაც ვებსტერის უნივერსიტეტმა საქართველოში კამპუსი გახსნა, ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებული შესაძლებლობა გაჩნდა საიმისოდ, რომ ამერიკული კვალიფიკაცია და დიპლომი ქვეყნის დატოვების გარეშე მიიღონ.

ახლა საქართველოში ყველგან სასწავლო წელი იწყება და, რა თქმა უნდა, ვებსტერის უნივერსიტეტიც გამორჩეულად ემზადება, განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ უნივერსიტეტი პირველ ნაკადს ელოდება, როგორც სამაგისტრო, ასევე საბაკალავრო საფეხურზე.

სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს სწავლის დაწყებასთან ერთად ახალი თავგადასავლები ელოდებათ. გარდა უნიკალური სასწავლო პროგრამისა და კვალიფიციური აკადემიური პერსონალისა, უნივერსიტეტი ბევრ სხვა საინტერესო პროექტსა თუ აქტივობასაც სთავაზობს პირველკურსელ სტუდენტებს.

თუ როგორ ემზადება ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსი პირველი სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების დასახვედრად, Marketer-ის რესპონდენტი და უნივერსიტეტის ვიცე რექტორი, ემინ ჰაჯიევი მოგვიყვება:

M: ახალი სასწავლო წელი იწყება, უნივერსიტეტისთვის ეს პირველი ნაკადია. როგორ ემზადება ვებსტერის უნივერსიტეტი ამისთვის, რა ღონისძიებებია და აქტივობებია დაგეგმილი?

ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსისთვის ეს არის საინაუგურაციო წელი და ჩვენ ძალიან ველოდებით პირველი ნაკადის მიღებას. იგეგმება სხვადასხვა საინფორმაციო შეხვედრა და ღონისძიება სტუდენტებისთვის, როგორიცაა მაგალითად, საორიენტაციო დღეები, პროექტების და ექსტრაკურიკულური აქტივობების პრეზენტაციები. საორიენტაციო შეხვედრები მოიცავს ტრენინგის ჩატარებას აკადემიური მოლოდინების შესახებ და ზოგადად, სტუდენტური ცხოვრების გაცნობას.

ამასთან, სწავლის პეროდში ჩვენი მოწვეული პროფესორები სხვადასხვა კამპუსიდან, სპეციალურად ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსის სტუდენტებისთვის ჩაატარებენ ლექციებსა და პრეზენტაციებს.

M: როგორი იქნება მათთვის სწავლის პროცესი, რას შესთავაზებს უნივერსიტეტი სტანდარტული სალექციო პროგრამების გარდა?

 ვებსტერის უნივერსიტეტის სტუდენტების სწავლის გამოცდილება ჩვეულებრივი გამოცდილებისგან განსხვავებული იქნება. ისინი სასწავლო მასალებს მხოლოდ ლექტორისგან არ მიიღებენ. ჩვენთან სტუდენტებს, როგორც წესი, ევალებათ, გაეცნონ თემას იქამდე, სანამ ლექცია ჩაუტარდებათ, რაც მეტად ააქტიურებს სასწავლო პროცესს და საშუალებას აძლევს სტუდენტებს, ყოველდღიურად მიიღონ მეტი ცოდნა. ჩვენ ასევე ბევრ ლექციას ვგეგმავთ კამპუსს გარეთ, რათა სტუდენტებს საშუალება ჰქონდეთ, მიიღონ მრავალმხრივი გამოცდილება.

M: რა არის ვებსტერის უნივერსიტეტის მიზანი და როგორ შედეგს ელოდებით წლის ბოლოსთვის?

 როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, ჩვენ მიზანია, შევქმნათ გარემო, სადაც ჩვენ გადავცემთ მაღალი ხარისხის სასწავლო გამოცდილებას სტუდენტებს, რომელიც მათ სამომავლოდ ხელს შეუწყობს გახდნენ გლობალური მოქალაქეები. ჩვენი მოლოდინიც სწორედ ესაა – შევქმნათ გარემო, რომელიც მაღალი დონის განათლებას იძლევა.

M: სტუდენტობა სწავლის გარდა, ერთგვარი თავგადასავალიცაა. თქვენი აზრით, როგორი თავგადასავალი ექნება ვებსტერის მაგისტრანტს სწავლის დაწყების შემდეგ?

 სტუდენტები ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს ცოდნის სამყაროსკენ. ისინი ისწავლიან როგორც თეორიულ მასალას, ასევე მონაწილეობას მიიღებენ ლაივ კლასებში, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ, სხვადასხვა კამპუსში.

ჩვენს სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, ისწავლონ საზღვარგარეთ ვებსტერის ნებისმიერ კამპუსში. შესაბამისად, მათ ეძლევათ საშუალება, არა მხოლოდ ახალი გამოცდილებები მიიღონ, არამედ გაიჩინონ მეტი მეგობრები და გაუზიარონ ერთმანეთს ცოდნა.

ვებსტერის უნვერსიტეტის ღირებულებები ხარისხიან განათლებასა და მასთან ერთად სტუდენტის გლობალურ მოქალაქედ ჩამოყალიბებას ეფუძნება, თუმცა ამასთან, უნივერსიტეტში ამბობენ, რომ თავიანთ მთავარ ღირებულებად პერსონალიზებული მიდგომის შენარჩუნებას მიიჩნევენ, რომლის მიხედვითაც ყველა სტუდენტი განიხილება, როგორც ინდივიდი, რომელსაც უნივერსიტეტმა უნდა მისცეს თეორიული, პრაქტიკული ცოდნა და უნარები.

„ვებსტერის უნივერსიტეტში” სამაგისტრო საფეხურზე საბუთების მიღება მიმდინარეობს ონლაინ. მიღების ბოლო თარიღი 15 სექტემბერია.

[R]

Electragram — ვინტაჟური დიზაინის ელექტრონული წერილების სერვისი

ძალიან ბევრს ლაპარაკობთ? — შესაძლოა, ეს ხალხს მოსწონდეს კიდეც