in

Webster University Georgia-ს მასტერკლასების სერია და მისი შეფასება

Webster-ის უნივერსიტეტში მასტერკლასებისა და ვებინარების სერია გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი და საერთაშორისო სპიკერები უძღვებოდნენ. ღონისძიებების სერია მიეძღვნა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: IELTS-ისა და TOEFL-ის გამოცდები, მედიაკომუნიკაციები, ბიზნესი და საერთაშორისო ურთიერთობები. პროექტის ფარგლებში, დამსწრე აუდიტორიას ჰქონდა შესაძლებლობა, გაცნობოდა საერთაშორისო ტრენდებსა და ტენდენციებს და აგრეთვე, მიეღო მონაწილეობა დისკუსიებში. 

Webster-ის მასტერკლასებისა და ვებინარების სერიას სპიკერები აფასებენ:

„IELTS და TOEFL გამოცდების მნიშვნელობიდან და მასშტაბებიდან გამომდინარე, ეს ორი ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდაა იმ სტუდენტებისთვის, ვისაც სურვილი აქვთ განათლება საზღვარგარეთ ან ვებსტერ საქართველოს კამპუსში მიიღონ. მსგავ შეხვედრებზე სტუდენტები ეცნობიან შეფასების სისტემას, რაც დაეხმარებათ, სწორი ფორმატით შეასრულონ წერითი თუ ზეპირი ამოცანები. გარდა ამისა, იღებენ ინფორმაციას იმ უნარების შესახებ, რაც საჭიროა კითხვითი თუ მოსმენითი დავალებების ეფექტურად შესრულებისთვის. რაც შეეხება ჩართულობას, ორივე შეხვედრა გამოირჩეოდა სტუდენტთა აქტიურობით. აღსანიშნავია, რომ ხშირად სტუდენტებს უჭირთ არჩევანის გაკეთება, რომელი ტესტი ჩააბარონ, სწორედ ამიტომ, მათ მიეცათ შესაძლებლობა, შეედარებინათ ორივე გამოცდა და აერჩიათ მათთვის ყველაზე უფრო მისაღები ალტერნატივა. დამსწრეებს შორის იყო რამდენიმე სტუდენტი, რომლებსაც უკვე ჰქონდათ გამოცდა ჩაბარებული და საკმაოდ აქტიურად უზიარებდნენ ჯგუფის წევრებს საკუთარ გამოცდილებას”. – თამარ მექოშვილი, სპიკერი თემაზე – „როგორ მოვემზადოთ IELTS და TOEFL გამოცდებისთვის”.

„კაცობრიობა სულ უფრო მეტად ეყრდნობა მედია მოწყობილობებსა და იმ ურთიერთდამაკავშირებელ საშუალებებს, რომელიც ციფრული საკომუნიკაციო ქსელებით გახდა შესაძლებელი. “მედია წიგნიერება” კი, თავის მხრივ, გვეხმარება ციფრული ელექტრონული მედიის კომუნიკაციების ტრანსფორმაციული ცვლილების შესწავლასა და გაგებაში. მედია კომუნიკაციების ბუნებისა და მასთან დაკავშირებული დინამიკური სირთულის გაგება მნიშვნელოვანია მედია ინდუსტრიის მომხმარებლებისთვის, როგორც კაცობრიობის პოზიტიური ცვლილებების ინფორმირებული ლიდერებისთვის”, – ტომას კლეინერი, მედიაკომუნიკაციების სპიკერი.

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი მასტერკლასების ჩატარება. დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცათ, მოესმინათ სპიკერების სხვადასხვა მოსაზრებები არსებულ სიტუაციასა და რეალურ გარემოზე. შეხვედრა მოიცავდა ისეთ თემებს, რომელიც აუდიტორიამ საინტერესოდ მიიჩნია და მათ დაინახეს არამხოლოდ სწავლის, არამედ – მიზნობრივი სწავლის მნიშვნელობა.” – იოჰან ვან როინენი, ბიზნესის მიმართულების სპიკერი.

„დღეს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით დაინტერესება საკმაოდ მაღალია. ამ სფეროს სპეციალისტებზე მოთხოვნა არის არამხოლოდ საჯარო სამსახურში, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და აკადემიურ სექტორში, არამედ – მსხვილ ბიზნესსა და კორპორაციებში, რაც განპირობებულია გლობალიზაციის პროცესით.  დღესდღეობით, მნიშვნელოვანია საკუთარ გუნდში საერთაშორისო ურთიერთობების მცოდნე ადამიანების არსებობა, რომლებსაც რეგიონული და გლობალური პოლიტიკის დინამიკისა და ტენდენციების შეფასება შეუძლიათ. მასტერკლასი მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მომავალმა სტუდენტებმა იცოდნენ, რა მოლოდინი უნდა ჰქონდეთ კურსისაგან”, – დავით სიხარულიძე, საერთაშორისო ურთიერთობების სპიკერი.

“მიმდინარე პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რაც ეხება რუსეთის მიერ უკრაინის ანექსიას, საერთაშორისო ურთიერთობები პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასთან. ცხადია, რომ მსოფლიო ომის შემდგომ საერთაშორისო წესები და მასზე დაფუძნებული წესრიგი საფრთხის ქვეშაა. მეორე მხრივ, გლობალიზაცია საფრთხეს უქმნის საზოგადოების დაყოფას გეოეკონომიკური კუთხით.” მანოუგ სომაკიანი, საერთაშორისო ურთიერთობების სპიკერი.

Webster University-ის საქართველოს კამპუსის განმარტებით, დამსწრე საზოგადოების აქტიური ჩართულობიდან გამომდინარე, დამატებით იგეგმება მასტერკლასებისა და ვებინარების სერია, რომელში მონაწილეობასაც ადგილობრივი და საერთაშორისო სპიკერები მიიღებენ.

Webster-ის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსის საბაკალავრო პროგრამებზე ჩაბარება ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალებით.

ვებსტერის უნივერსიტეტის კოდია 202.

  • ბიზნესის ადმინისტრირება – ერთიანი ეროვნული გამოცდების: კოდი 202 01 01
  • მედიაკომუნიკაციები – ერთიანი ეროვნული გამოცდების კოდი: 202 01 02
  • საერთაშორისო ურთიერთობები – ერთიანი ეროვნული გამოცდების კოდი: 202 01 03

სამაგისტრო გამოცდებზე ჩაბარება ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდების საშუალებით.

ვებსტერის უნივერსიტეტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და დამატებითი ინფორმაციისთვის მისაღებად, აბიტურიენტების და მაგისტრანტების რეგისტრაცია მიმდინარეობბმულზე

[R]

რა უნდა გააკეთოთ, როცა სამსახურში მორალურ კომპრომისებზე წასვლას გთხოვენ?

მზიურში კინოჩვენებები გრძელდება!