in

ტრენინგებისა და მასტერკლასების სერია „ვებსტერის” უნივერსიტეტისგან

პირველი აკრედიტებული ამერიკული უნივერსიტეტი საქართველოში

„ვებსტერის” ამერიკული უნივერსიტეტის ფილიალი უკვე საქართველოშია. ამიერიდან, ამერიკული დიპლომის აღება ადგილობრივადაც არის შესაძლებელი. უნივერსიტეტი მოიცავს როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამებს და მისი მიმართულებებია: ბიზნესის ადმინისტრირება, მასობრივი კომუნიკაციები და საერთაშორისო ურთიერთობები. სტუდენტების პირველ ნაკადს საქართველოს ფილიალი წელს ჩარიცხავს.

ამჟამად უნივერსიტეტი სხვადასხვა საინტერესო აქტივობას გეგმავს, რომლებიც ონლაინ რეჟიმში ჩატარდება. ეს არის ტრენინგებისა და მასტერკლასების სერია, რომლებზეც პროფესიონალი სპიკერები არიან მოწვეულნი. ერთ-ერთი ასეთი ტრენინგია, საკმაოდ მოთხოვნადი – „როგორ მოვემზადოთ IELTS-სა და TOEFL-ის გამოცდებისთვის”. ტრენინგს თამარ მექოშვილი ატარებს და ისაუბრებს იმ მნიშვნელოვან თემებზე, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ამ გამოცდების დროს, როგორ შეარჩიოთ სიტყვები და ასე შემდეგ. ტრენინგზე ბევრი დაინტერესებული პირია დარეგისტრირებული.

რაც შეეხება მასტერკლასების სერიას, მას როგორც ქართველი, ისე უცხოელი სპეციალისტები გაუძღვებიან. ის მოიცავს იმ მიმართულებებს, რომლებიც ისწავლება უნივერსიტეტში. ჯამში, ამ ეტაპზე სამი მარტერკლასია დაგეგმილი, რომლიდანაც პირველი მედიაკომუნიკაციების შესახებ ტარდება. სპიკერები იქნებიან საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი, ნათია კუკულაძე და ვებსტერის უნივერსიტეტის მედია კომუნიკაციების დოქტორი, TEK international-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ტომას კლეინერი, რომელიც ასევე მუშაობს ორგანიზაციის განვითარებისა და ცვლილების კონსულტანტად აშშ-სა და სხვა ქვეყნებში. ამ მასტერკლასებზე პირველი სპიკერი ისაუბრებს სტრატეგიული კომუნიკაციების ღირებულებებზე, რატომ უნდა შექმნან და დანერგონ Stratcomm-ის სისტემები ორგანიზაციებმა, რამდენად საზიანოა დეზინფორმაცია, პროპაგანდა და სხვა სახის ყალბი ინფორმაცია. ტომას კლეინერი მასტერკლასზე განიხილავს, თუ რა მნიშვნელობა აქვს საუბარს და ზოგადად აზრის გაცვლის თავისუფლებას, როგორც ინდივიდებს, ასევე გაერთიანებებსა და ერებს შორის.

მედიაკომუნიკაციების მასტერკლასზე დასასწრები ფორმის შევსება ამ ბმულზე შეგიძლიათ.

მეორე მასტერკლასი ბიზნესის მიმართულებით ჩატარდება და მისი სპიკერები ანდრო დგებუაძე და დოქტორი იოჰან ვან როიენი იქნებიან. ისინი ისაუბრებენ თემებზე: Speculation about future, ანუ სად იქნება სამყარო 100 წლის შემდეგ ფინანსური კუთხით, რა გავლენა ექნება AI-ს სამყაროზე და რა როლი ექნებათ ფინანსურ ინსტიტუციებს; Market Economy VS Market Society – რატომ არის ყველაფერი გაყიდვადი და შესყიდვადი დღეს. სპიკერები მოიყვანენ საინტერესო მაგალითებს და განიხილავენ აღნიშნულზე სხვადასხვა ცნობილ ქეისს; მესამე თემა იქნება Culture, რომელიც მიმოიხილავს საკითხს, როგორ მოქმედებს კულტურის დაკარგვა ბიზნესზე.

მასტერკლასზე რეგისტრაცია შეგიძლიათ ბმულზე.

რაც შეეხება მესამე მასტერკლასს, ის საერთაშორისო ურთიერთობებს მიეძღვნება და სპიკერები იქნებიან დავით სიხარულიძე და დოქტორი მანოუგ სომაკიანი. ამ შეხვედრაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: უკრაინის ამჟამინდელი სიტუაცია – საერთაშორისო და ინდივიდების უსაფრთხოება; UN Security Council – ის როლი უსაფრთხოებაში; უსაფრთხოების კვლევებთან დაკავშირებული ორი ძირითადი თეორია: ლიბერალიზმი და რეალიზმი. აგრეთვე Smart power concept, ანუ მყარი ძალისა და რბილი ძალის სტრატეგიების ერთობლიობა და Is there a place for ethics, სადაც საუბარი იქნება ეთიკის დარგის აუცილებლობაზე.

მასტერკლასზე რეგისტრაციის ბმული.

„ვებსტერის” უნივერსიტეტი საქართველოში აკრედიტებულია აშშ-ის The Higher Learning Commission (HLC)-ის მიერ. საქართველოს ფილიალში ჩარიცხულ სტუდენტებს აგრეთვე ექნებათ შესაძლებლობა, ერთი ან რამდენიმე სემესტრი გაატარონ ვებსტერის უნივერსიტეტის მათთვის სასურველ კამპუსში, მსოფლიოს 50-მდე ლოკაციაზე და ისარგებლონ ყველა იმ ბენეფიტით, რასაც აღნიშნული უნივერსიტეტი საერთაშორისო სტუდენტებს სთავაზობს. ასევე, გახსნასთან დაკავშირებით, საქართველოს ფილიალში ჩარიცხული სტუდენტები საჩუქრად 1000 აშშ დოლარის გრანტს მიიღებენ. 

[R]

პირველი სელფი ისტორიაში

გავრცელებული შეცდომები, რომლებსაც ჯანმრთელობაზე „ზრუნვისას” ვუშვებთ