in

Webster University Georgia აბიტურიენტებს ფსიქოლოგიისა და კომპიუტერული მეცნიერების ახალ საბაკალავრო პროგრამებს სთავაზობს

წელს Webster University Georgia აბიტურიენტებს ახალ საბაკალავრო პროგრამებს სთავაზობს. ფსიქოლოგიის მეცნიერებისა და კომპიუტერული მეცნიერების სასწავლო პროგრამებზე სწავლა 2024-2025 სასწავლო წლიდან იქნება შესაძლებელი.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 4 მარტს დაიწყო და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ამ პერიოდში აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ, ელექტრონულად აირჩიონ უნივერსიტეტებისა და სასწავლო პროგრამების ჩამონათვალი, რომელზე სწავლასაც ისურვებენ. ვებსტერის ახალი საბაკალავრო პროგრამების არჩევა აბიტურიენტებს უკვე შეუძლიათ.

„ვებსტერ საქართველო“ ამჟამად შემდეგ საბაკალავრო პროგრამებს სთავაზობს აბიტურიენტებს:

  • ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი) – პროგრამის კოდი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე – 2020101
  • საერთაშორისო ურთიერთობები (ინგლისურენოვანი) – პროგრამის კოდი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე – 2020102
  • კომპიუტერული მეცნიერება (ინგლისურენოვანი) – პროგრამის კოდი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე – 2020103
  • ფსიქოლოგიის მეცნიერება (ინგლისურენოვანი) – პროგრამის კოდი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე – 2020104

ვებსტერ საქართველოს მიერ შეთავაზებული კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამა შექმნილია კომპიუტერული მეცნიერების ცოდნის ძირითადი სფეროების გარშემო. პროგრამა მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ მიდგომებს სტუდენტთა მოსამზადებლად IT სფეროში შესასვლელად, რათა სტუდენტებმა შემდგომ სწავლა გააგრძელონ იმავე მიმართულების სამაგისტრო საფეხურზე.

ფსიქოლოგიის მეცნიერების საბაკალავრო პროგრამა კი  სტუდენტს აძლევს ცოდნას ძირითადი ფსიქოლოგიური ცნებების,  ბიოლოგიური, შემეცნებითი, პიროვნული და სოციალური კონტექსტის გასაგებად და ინდივიდების ქცევის აღსაწერად.

სტუდენტებს, რომლებიც წარმატებით დაასრულებენ საბაკალავრო პროგრამას ფსიქოლოგიურ მეცნიერებაში, ექნებათ დარგის საფუძვლიანი ცოდნა და გამოუმუშავდებათ კვლევის უნარები, შეეძლებათ მონაცემთა ანალიზი. ისინი შეძლებენ სწავლა გააგრძელონ ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე სხვადასხვა მიმართულებით (მაგ. კლინიკური ფსიქოლოგია, ექსპერიმენტული ფსიქოლოგია და ა.შ.).

კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულება მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი მიმართულებაა. წლიდან წლამდე იზრდება სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა.

ასევე მზარდია მოთხოვნა ფსიქოლოგიის მეცნიერების მაღალკვალიფიციურ კადრებზე, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით საქმდებიან.

აღსანიშნავია, რომ ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსში სხვა კამპუსების ანალოგიური სასწავლო პროგრამები ხორციელდება. თუმცა მნიშვნელოვნად განსხვავდება სწავლის ღირებულება. საქართველოს მოქალაქეებისთვის აკადემიური წლის სწავლის გადასახადი 22 000 ლარია. მაგალითად, ანალოგიურ საბაკალავრო პროგრამებზე ნიდერლანდებში სწავლა ღირს 16 080$, ავსტრია – 22 254$, აშშ – 29 680$, შვეიცარია – 36 020$.

„ვებსტერ საქართველო“ სტუდენტებს  უმაღლეს ამერიკულ განათლებასა და ამერიკულ დიპლომთან ერთად, უნივერსიტეტის 50-მდე კამპუსიდან ნებისმიერში  ერთსემესტრიან და ერთწლიან  სწავლის შესაძლებლობას სთავაზობს ქართული კამპუსის სწავლის საფასურის შენარჩუნებით.

ვებსტერი ამერიკული საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული წარმომადგენელია. 1915 წელს დაარსებული უნივერსიტეტის მთავარი კამპუსში აშშ-ში, მისურის შტატში მდებარეობს. პირველი საერთაშორისო ფილიალი 1972 წელს ჟენევაში, შვეიცარიაში გაიხსნა. ამჟამად კი ვებსტერის უნივერსიტეტს სასწავლო კამპუსები აქვს შვეიცარიაში, ავსტრიაში, ჰოლანდიაში, ნიდერლანდებში, ჩინეთში, ტაილანდში, განასა და საბერძნეთში.

აირჩიე ამერიკული განათლება, ამერიკული დიპლომი, ამერიკული აკრედიტაცია Webster University Georgia-ს ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებზე.

[პარტნიორის კონტენტი]

ილონ მასკი ChatGPT-ის კონკურენტ Grok-ს საჯაროდ უშვებს!

შესაძლოა, ბროკოლიში აღმოჩენილმა ნაერთმა ინსულტის რისკები შეამციროს!