in

ახალი კამპუსი და Webster University Tbilisi-ს განვითარების ახალი ეტაპი

საერთაშორისო ამერიკული უნივერსიტეტის, Webster University-ის პრეზიდენტი ჯულიან შუსტერი, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, Webster University Tbilisi-ს ეწვია. პრეზიდენტმა დაათვალიერა საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურა, სტუდენტური სივრცეები და ლაბორატორიები. აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან შეხვედრისას წარადგინა განვითარების სტრატეგიული გეგმა. შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროგრამებისა და პროექტების გაფართოებაზე, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს Webster University Tbilisi-ს აკადემიურ შესაძლებლობებს და სტუდენტებისთვის მრავალფეროვან პერსპექტივებს შექმნის.

საბაკალავრო პროგრამები ფსიქოლოგიის, ბიზნესის ადმინისტრირების, საერთაშორისო ურთიერთობების, კომპიუტერული მეცნიერების და სხვა მიმართულებებით; სამაგისტრო პროგრამები ბიზნესის ადმინისტრირების და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით; საერთაშორისო პროექტები ამერიკელი პარტნიორების ჩართულობით, სტუდენტური ოლიმპიადები, კონკურსები და სხვა ინიციატივები თბილისის კამპუსში განხორციელდება.

Webster University Tbilisi არის საქართველოში ავტორიზებული პირველი და ერთადერთი ამერიკული უნივერსიტეტი, რომელიც გლობალური ქსელის ოფიციალურ კამპუსს წარმოადგენს, გასცემს ამერიკულ დიპლომს და ასწავლის ამერიკაში აკრედიტებული პროგრამებით.

Webster University არის ამერიკული უნივერსიტეტი, რომელიც დაარსდა 1915 წელს და 2021 წლიდან უკვე საქართველოშიც ოფიციალური ფილიალით არის წარმოდგენილი. გლობალურ ბაზარზე უნივერსიტეტი გამოირჩევა სტუდენტზე ორიენტირებული მიდგომით, საერთაშორისოდ აღიარებული თანამედროვე სასწავლო პროგრამებითა და უნიკალური საერთაშორისო გამოცდილებით.

[პარტნიორის კონტენტი]

Heineken-მა შეხვედრების აპლიკაცია შექმნა, ოღონდ ბარებისთვის

OpenAI-ის „ღია“ მოდელი აჩვენებს, თუ რამდენად შეიცვალა კომპანია და AI ორ წელიწადში