in

ვებსტერის უნივერსიტეტმა სტუდენტთა პირველი ნაკადი მიიღო და სწავლება ოფიციალურად დაიწყო

Webster Georgia-მ სტუდენტების პირველი ნაკადი წელს მიიღო და ამ დიდ მოვლენასთან დაკავშირებით 21 ოქტომბერს გახსნითი ცერემონია ჩაატარა. სტუდენტების მიღების ღონისძიებისთვის, ქართულ კამპუსს ვებსტერის უნივერსიტეტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ს ელჩი საქართველოში, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორები, მსხვილი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები. სტუმრებმა სტუდენტების პირველ ნაკადს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და სწავლის დაწყება მიულოცეს.

ჩვენ აქ იმისთვის ვიმყოფებით, რომ ვებსტერის უნივერსიტეტის სტუდენტებს ვუმასპინძლოთ, რომლებიც ახლა სასწავლო თავგადასავალს იწყებენ. როგორც ვიცით, ეს პირველი ამერიკული უნივერსიტეტია საქართველოში და ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ ახალგაზრდა ქართველ სტუდენტებს საუკეთესო განათლების მიღებაში დავეხმაროთ”, – ჯულიან შუსტერი, ვებსტერის უნივერსიტეტის პრეზიდენტი. 

კომენტარი გააკეთა აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმაც:

„ეს არის საქართველო-ამერიკის პარტნიორობის კიდევ ერთი შესანიშნავი მაგალითი. საგანმანათლებლო სფეროში ჩვენ საკმაოდ ღრმა თანამშრომლობა გვაქვს საქართველოსთან და მოხარულები ვართ, რომ ახლა უკვე ვებსტერის უნივერსიტეტის ქართული კამპუსის გახსნასაც ვესწრებით, რადგან ეს არის წინ გადადგმული, კიდევ ერთი ნაბიჯი ჩვენს პარტნიორობაში”.

ვებსტერის უნივერსიტეტი 1915 წელს, მისურის შტატში დაარსდა და მსოფლიოს 50 ლოკაციაზე ფუნქციონირებს. მათ შორის უკვე საქართველოც შედის, რომლის კამპუსიც ავტორიზებულია  1000 სტუდენტის მისაღებად და ახორციელებს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს ბიზნესის ადმინისტრირება მენეჯმენტის, საერთაშორისო ურთიერთობების და მედიაკომუნიკაციების მიმართულებით. ამერიკული განათლებისა და დიპლომის მისაღებად უკვე შორს წასვლა აღარ არის საჭირო, რადგან ის პროგრამები, რომლებსაც ამერიკის უნივერსიტეტი თავის სტუდენტებს სთავაზობს უცვლელი სახითაა გადმოტანილი საქართველოშიც. უნდა აღინიშნოს, რომ კამპუსი არის საერთაშორისო და მასში საქართველოს მოქალაქეების გარდა სწავლობენ უცხოელი სტუდენტებიც, ამიტომ ვებსტერის უნივერსიტეტის გახსნა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მეზობელი ქვეყნების მომავალი სტუდენტებისთვისაც მნიშვნელოვანი მოვლენაა. არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტიც, რომ ჩარიცხულ სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, ისარგებლონ გაცვლითი პროგრამით და გაატარონ ერთი ან რამდენიმე სემესტრი ვებსტერის საუნივერსიტეტო ქსელის ნებისმიერ კამპუსში მსოფლიო მასშტაბით.

[R]

კომპანია „ბეკო“ საქართველოს ბაზარზე საქმიანობის 25 წლის იუბილეს აღნიშნავს

Iphone Type-C-ის გამოყენებაზე გადადის!