23
Dec
2019

პირველი კოცნის დღე აღგინიშნავთ? – ბედნიერი თარიღების კალენდარი, შემხსენებლის ფუნქციით

23 Dec 2019

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ პატარ-პატარა სასიამოვნო რიტუალები თუ მნიშვნელოვანი თარიღები წყვილის ურთიერთობას უფრო მყარს ხდის. და მიუხედავად იმისა, რომ მათს ცხოვრებას არაერთი მნიშვნელოვანი თარიღი ბუნებრივად უკვე მოჰყვება ხოლმე, თითოეული დღის კიდევ უფრო გამრავალფეროვნება და მისთვის რაიმე ღირებულების მიწერაც არ იქნებოდა ურიგო.

მაგალითად, რას იტყოდით, ბედნიერების კალენდარს რომ ეარსება და თქვენი ურთიერთობისთვის გადამწყვეტი მომენტების შემხსენებლის ფუნქცია ეკისრა? ისეთის, როგორიცაა: გაცნობის, პირველი შეხვედრის, პირველი კოცნის, პირველი ჩახუტების, დაბადების დღის, სიყვარულში გამოტყდომის, ნიშნობის, ქორწინების, ერთად მომზადებული პირველი ვახშმისა თუ სხვა დღეების?

პროცესი კი ისეთივე მარტივი ყოფილიყო, როგორიც სრულიად ჩვეულებრივი დღის არაჩვეულებრივ გამოცდილებად ქცევაა, სულ რამდენიმეწამიანი მომენტის წყალობით…

მოკლედ, წარმოიდგინეთ, რომ კრეფთ ქართული ვებგვერდის სახელს Wedder.ge, რომელზე შესვლისთანავე, მოულოდნელად, იუბილეებთან დაკავშირებული სარეგისტრაციო ფორმის შევსებას გთავაზობენ.

რეგისტრაციის შემთხვევაში, სისტემაში შეგყავთ როგორც საკუთარი, ისე თქვენი პარტნიორის (მეუღლის, შეყვარებულის და სხვა) საკონტაქტო ინფორმაცია და თქვენთვის მნიშვნელოვანი ერთი ან რამდენიმე თარიღი: გაცნობა, ნიშნობა, ქორწინება და სხვა.

შემდეგ ირჩევთ სასურველი საჩუქრის კატეგორიას ან კატეგორიებს და აქ ხდება მთავარი – ამ თარიღებამდე ერთი თვით ადრე, სისტემასა და მომხმარებელს შორის კომუნიკაცია იწყება – შეხსენების მეილები, მოკლე ტექსტური შეტყობინებები და სპეციალური შეთავაზებები, პარტნიორის მიერ შერჩეული სასაჩუქრე კატეგორიებიდან.რა ხდის თქვენი, როგორც შეყვარებული ადამიანის ცხოვრებას განსაკუთრებულს? – ალბათ, თითოეული მომენტის საყვარელ ადამიანთან გაზიარების შესაძლებლობა? იქნებ, მისთვის ბედნიერების მინიჭების უნარი?

Wedder.ge სულ ცოტა ხნის წინ, ქორწილის სამზადისის გასამარტივებლად შეიქმნა. თუმცა, ქორწინება რომ მხოლოდ ერთ დღეს არ გრძელდება და წყვილებისთვის მისი შემდგომი პერიოდის სიცოცხლისუნარიანობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, გადაწყვიტა, სასიამოვნო თარიღების შემხსენებელი ბედნიერების კალენდარი შეექმნა.

და თქვენი ბედნიერების კალენდარი რამდენ დღეს იტევს?

 

[R]

განხილვა