in

ავტობუსი, სადაც საქორწილო ცერემონიალის მოწყობა ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრებ ნებისმიერ წყვილს შეუძლია 

სად შეიძლება ჯვრისწერის ან ხელის მოწერის ცერემონიალის მოწყობა?! ბოლო დროს, ჩვენ გარშემო იმდენი ორიგინალური ადგილი გაჩნდა, ეს მარადიული კითხვა, ნელ-ნელა აქტუალობას კარგავს. ყოველ შემთხვევაში, ლას ვეგასის მცხოვრებთათვის, და არა მხოლოდ მათთვის, მინიმუმ, ერთი ალტერნატიული „ვენიუ“ უკვე არსებობს. ეს ფუნქციონალური ავტობუსია, რომელიც სხვათა შორის, სპეციალური პროგრამით იმართება და მძღოლიც კი არ სჭირდება.

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=r0ImrW2YIR0[/embedyt]

 

ამ სერვისით სარგებლობა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრებ ადამიანებს შეუძლიათ. ამერიკის ავტომობილთა ასოციაცია (AAA ) იღბლიან წყვილს შესაძლებლობას აძლევს, „ოცნების ქორწილი“ ლას ვეგასში მოიწყოს. ცერემონიალისთვის განკუთვნილი ეს ორიგინალური ადგილი 30 ივნისს იხსნება. პირველი წყვილს AAA კონკურსის შედეგად გამოავლენს. წესები მარტივია – მსურველებმა 20 ივნისამდე უნდა შეავსონ სპეციალური ფორმა და დაწერონ, მაქსიმუმ, 400 სიტყვიანი ესსე.  გამარჯვებულს ასოციაციის წევრებით დაკომპლექტებული ჟიური გამოავლენს. 10 დღეში კი, პირველ საქორწილო ცერემონიალს გამართავენ, რომლის დროსაც ავტობუსი ლას ვეგასის ქუჩებში იმოძრავებს.

წყარო: Mashable.com

#თაობა: ზიად ალიევი – ქართველი მუსიკოსი ახალ ალბომში სიმულაციურ რეალობას იკვლევს

12 ივ­ნისს, თბილისში ჯა­ზის „ამო­მა­ვა­ლი ვარ­სკვლა­ვის“ ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი ტომ იბა­რა დაუკრავს ­