in

WEEKEND IN „ბიბლუსში“ – გადაიხადე სქულებით და მიიღე 30%-იანი ფასდაკლება!

კომპანია „ბიბლუსი“ და „საქართველოს ბანკი“ მოსწავლეებისთვის განსაკუთრებულ შესაძლებლობას ქმნიან – „WEEKEND IN“ კამპანიის ფარგლებში, შაბათ-კვირას, მომხმარებლებს, რომლებიც „საქართველოს ბანკის“ sCool Card-ზე დაგროვილი ქულებით გადაიხდიან, 30%-იანი ფასდაკლება დაუწესდებათ სრულ ასორტიმენტზე. აქცია 22 თებერვლიდან 29 მარტის ჩათვლით გაგრძელდება და იმოქმედებს მხოლოდ „ბიბლუსის“ ფიზიკურ მაღაზიებში.

„WEEKEND IN“-ის ფარგლებში ფასდაკლება ვრცელდება ბიბლუსის მრავალფეროვან პროდუქტზე, მათ შორის:

  • წიგნები;
  • სასკოლო-საკანცელარიო ნივთები;
  • ელექტრო ტექნიკა და აქსესუარები;
  • დეკორი;
  • კრაფტი;
  • სათამაშოები;
  • პრემიუმ კლასის პროდუქცია და სხვა.

„ჩვენი მთავარი მიზანია, მოსწავლეებს შევთავაზოთ მეტი შესაძლებლობა მათი ქულების ეფექტურად გამოყენებისთვის. „WEEKEND IN“ იდეალური შანსია მათთვის, ვისაც სურს საკუთარი სქულები სასარგებლო და სასიამოვნო პროდუქტებში გაცვალოს, თანაც განსაკუთრებული ფასდაკლებით. ვამაყობთ, რომ „საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით, მოსწავლეებისთვის მეტ სარგებელს ვქმნით“, – აცხადებენ „ბიბლუსის“ მარკეტინგის გუნდში.

მნიშვნელოვანი დეტალები:

  • ფასდაკლების მისაღებად აუცილებელია sCool Card ბარათის ფიზიკური წარმოდგენა გადახდისას;
  • სააქციო პირობების გასააქტიურებლად მომხმარებელმა შესყიდვამდე მობილურ აპლიკაციაში „BOG sCoolApp“-ში უნდა გააქტიუროს შეთავაზება;
  • შეთავაზება მოქმედებს მხოლოდ „ბიბლუსის“ ფიზიკურ მაღაზიებში და არ ვრცელდება ონლაინ შესყიდვებზე.

როგორ გროვდება სქულები?

„საქართველოს ბანკის“ sCool Card მომხმარებლებისთვის ქულების დაგროვება მარტივია: თითოეულ დახარჯულ 1 ლარზე ბარათზე ირიცხება 5 სქულა, სადაც 1 სქულა 1 თეთრის ეკვივალენტია. ინფორმაცია sCool Card-ის შესახებ: https://bankofgeorgia.ge/ka/retail/mostsavlis-barati

კომპანია „ბიბლუსი“ 

წაიკითხე წიგნები, უკეთესად იქნები…

„ბიბლუსი“ საქართველოში წიგნების მაღაზიის ყველაზე ფართო ქსელია, რომლის მიზანია წიგნი ხელმისაწვდომი ყველასთვის გახადოს. „ბიბლუსი“ 2008 წლის 23 მაისს დაარსდა და უკვე 16 წელია ხელს უწყობს წიგნიერების განვითარებას ქვეყანაში. „ბიბლუსის“ წარმატების საიდუმლო მომხმარებელზე ზრუნვაშია. „ბიბლუსში“ წიგნებთან ერთად წარმოდგენილია: 

  • სასკოლო-საკანცელარიო ნივთების მრავალფეროვანი ასორტიმენტი; 
  • ელექტრო აქსესუარები; 
  • დეკორი; 
  • საახალწლო აქსესუარები; 
  • სათამაშოები; 
  • წიგნის აქსესუარები და სხვა.

კომპანიის არსებობის 16 წლის განმავლობაში, „ბიბლუსმა“ შეძლო, შეექმნა საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელი, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. კომპანია სარგებლობს მრავალრიცხოვანი მომხმარებლის ნდობით, ერთგული მომხმარებლების რაოდენობა 230,000-ზე მეტია, ხოლო ყოველწლიური გაყიდვების საშუალო მაჩვენებელი 7 მილიონი ლარია. 

დღეისათვის საქართველოს მასშტაბით „ბიბლუსი“ აერთიანებს 80-ზე მეტ ფილიალს და 8 ფრენშაიზ მაღაზიას და ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია, კომპანიაში 800-მდე ადამიანია დასაქმებული. 

„ბიბლუსში“ წარმოდგენილია 15-ზე მეტი მსოფლიო მასშტაბის ბრენდის, როგორებიცაა: MILAN, PONTO, CENTRUM, ROYAL TALENTS, ZIELER, Royal Christmas, Wurm, Kaemingk, Koopman, Baseus, Usams და სხვა, 25 ათასამდე დასახელების პროდუქტი.

2024 წლის იანვრიდან „ბიბლუსი“ აქტიურად ჩაერთო „წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების“ პროექტში, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს 50-მდე სოფელში გაიხსნა და მომარაგდა ბიბლიოთეკები, ასევე 10-მდე ქვეყანაში გაიხსნა ქართული სამკითხველოები.

„ბიბლუსი ჯგუფი“ საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი რითეილერია წიგნების მაღაზიათა ქსელის – „ბიბლუსის“ გარდა აერთიანებს სათამაშოების მაღაზიებს – „პეპელას“ და „XS Toys“-ს, საბავშვო ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელს „Carter’s”-ს,

მულტიფუნქციურ სავაჭრო სივრცეების ქსელს – „მულტის“ და კაფეების ქსელს – „წიგნის კაფე“. ჯგუფი ჯამში საქართველოში 125-ზე მეტ სავაჭრო სივრცეს ფლობს.

[R]

ევექსი ახალ ეტაპზე გადადის: კომპანია საზოგადოებრივი კეთილდღეობის მხარდამჭერად პოზიციონირდება

საქართველო vs დანია: გადამწყვეტი შეხვედრა – საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია