in

WEEKSy – თქვენი კომპანიის სპეციფიკაზე მორგებული სამუშაო საათების აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემა

საქართველოს შრომის კოდექსში განხორციელებულმა ცვლილებამ, რომლის თანახმად, დამსაქმებლები ვალდებულნი არიან აღრიცხონ დასაქმებულის სამუშაო საათები, საკმაოდ ბევრი კითხვა გააჩინა ბიზნესის მხარეს. სახელმწიფოს მიერ წარსადგენი ფორმის მიხედვით, დამსაქმებელს, ჯამში, 18-გრაფიანი დოკუმენტის შევსება უწევს, სადაც დეტალურადაა გასაწერი თითოეული თანამშრომლის სამუშაო დროის დაწყება, დასრულება, შესვენებაზე გასვლა-დაბრუნება, ზეგანაკვეთური სამუშაო საათები, ავადმყოფობის გამო გაცდენილი დღეები, გამოსასვლელი დღეები და ა.შ.

ყოველი თვის ბოლოს, დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულს წარუდგინოს გასული თვის აღრიცხვა და მისგან დასტური მიიღოს. მოგეხსნებათ, თითოეული თანამშრომლის შესახებ, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ინფორმაციის ერთ დოკუმენტში ხელით შეყვანა, არც ისე მარტივია, ამისთვის, პასუხისმგებელი კადრის გამოყოფაა საჭირო.

ზემოთ ჩამოთვლილი რეალობის ძალიან მარტივად ფორმირება შეიძლება პროგრამული უზრუნველყოფის დახმარებით. სწორედ, ყველა ამ სპეციფიკის გათვალისწინებით, კომპანია FINA-მ წარმოადგინა პროგრამა WEEKSy.

WEEKSy სისტემაში დასწრების აღრიცხვის რამდენიმე მეთოდია გათვალისწინებული, რაც დამსაქმებლებს სამუშაო საათების აღრიცხვიანობას მნიშვნელოვნად გაუადვილებს. ერთ-ერთი სტანდარტული ფორმაა პირადი უნიკალური კოდით სამუშაო საათების დაწყება, დასრულება, შესვენებაზე გასვლის აღწერა, იგივე ინფორმაციის დარეგისტრირება ,,ჩიპებით“ და ბარათებითაცაა შესაძლებელი. დამსაქმებელი თავად ირჩევს თანამშრომლების ოფისში დაშვების აღწერის მეთოდს, რის შემდეგაც, ყველა ინფორმაცია სისტემაში აისახება და ერთიან სურათს ქმნის ყოველი თანამშრომლის დასწრების შესახებ.

WEEKSy მოსახერხებელია იმ კომპანიებისთვისაც, სადაც ხშირია ცვლებში მუშაობა, განრიგების შედგენა და ა.შ პასუხისმგებელ პირს შესაძლებლობა აქვს, მარტივად შეადგინოს ამა თუ იმ გუნდის სამუშაო განრიგი, შეიტანოს ცვლილება დაგეგმილ დროში და მიიღოს დასტური შესრულებულ სამუშაოზე.

სურათის უფრო ნათლად წარმოსადგენად, განვიხილოთ კონკრეტული მაგალითი, სადაც დასაქმებულებს ცვლებში უწევთ მუშაობა. როგორც წესი, ამ შემთხვევაში განრიგებია წინასწარ შედგენილი, სადაც გაწერილია რომელ დღეს, რომელი თანამშრომელი იმუშავებს, მაგრამ არის შემთხვევა, როდესაც რომელიმე მათგანს შესაძლოა საპატიო მიზეზების გამო სამუშაო დღის გადაცვლა მოუწიოს, ამ შემთხვევაში, თხოვნით უნდა მიმართოს მენეჯერს, მენეჯერმა დაუდასტუროს ცვლილება, შემდეგ უკვე გაწერილ განრიგში შევიდეს ცვლილება, თანამშრომლებს უნდა გაეგზავნოს ინფორმაცია ცვლილების შესახებ  და ა.შ

WEEKSy-ს შემთხვევაში, ეს ყველაფერი ძალიან მარტივადაა შესაძლებელი.

პროგრამაში წინასწარ შედგენილია განრიგი, ნებისმიერი ცვლილების დაფიქსირება შესაძლებელია მხოლოდ ერთი მარტივი ოპერაციით, რის შესახებაც მყისიერად ეცნობება როგორც მენეჯერს, ასევე სხვა თანამშრომლებს. მენეჯერს საშუალება აქვს, იქვე, მარტივად დაადასტუროს, ან უარყოს ცვლილება.

გარდა ნებისმიერი ფორმით სამუშაო საათების აღწერისა, პროგრამა ამარტივებს ზოგადად ადამიანური რესურსის ადმინისტრირებას კომპანიაში. თანამშრომლის ამა თუ იმ პოზიციაზე გაფორმება, დაწინაურება, ბონუსების, დაქვითვის ავტომატურად დაანგარიშება, დაზღვევისა და სხვა შეღავათების აღრიცხვა, ამ ყველაფრის პროგრამის საშუალებით გამოთვლა მარტივადაა შესაძლებელი.

პროგრამა კომპანია FINA-ს მიერაა შექმნილი, რომელმაც 10 წლის მანძილზე 3500+ კომპანიას გაუმარტივა ბიზნესის მართვა პროგრამული უზრუნველყოფის კუთხით.

„იქიდან გამომდინარე, რომ უკვე წლებია ბიზნეს პროცესების ეპიცენტრში ვართ, ჩვენს მრავალრიცხოვან მომხმარებლებს შორის ფაქტობრივად ყველა მიმართულების ბიზნესია, ზუსტად შეგვიძლია დავინახოთ ის, თუ რა სჭირდებათ მათ, რა შესაძლებლობები აქვთ დღეს და სად ხვდებიან გამოწვევებს, როგორი შეიძლება იყოს მათი გადაჭრის გზები. სწორედ ამ სრული სურათის გაანალიზების შედეგია პროგრამა WEEKSy, რომელიც მოიცავს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნაზე, ზოგადად საჭიროებასა და არსებულ რეალობაზე დამყარებულ პროგრამულ უზრუნველყოფას ნებისმიერი ზომისა და ტიპის კომპანიისთვის.‘’- აცხადებენ FINA-ში.

სიახლეებს, WEEKSy-ს შესახებ, შეგიძლიათ მის Facebook გვერდზე გაეცნოთ.

 

[პარტნიორის კონტენტი]

#ვიზრუნოთერთმანეთზე – „ფარმადეპოს“ კამპანია

წელს SXSW მუსიკალური ფესტივალი ვირტუალური რეალობის ფორმატით ჩატარდა