ჭარბწონიანი ადამიანებისთვის გემრიელი, კალორიული საჭმელი განსაკუთრებით მიმზიდველია, თუმცა კარგი ფორმა და ჯანმრთელობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ბევრი ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ მკაცრი, საათობრივი დიეტით მიიღწევა, მაგრამ კომპანია Weight Watchers საზოგადოებას განსხვავებულ მიდგომას სთავაზობს. მეთოდის რეკლამირებისთვის ბრენდმა სააგენტო FCB-თან თანამშრომლობით მომზადებული პრინტ კამპანია გაავრცელა.















