“Toyota Motor Corporation”-მა ნიუ-იორკის ავტოსალონში თავისი ერთ-ერთი ბრენდის “Scion”-ის ახალი სედანის “iA” და ჰეჩბექის “iM” პრეზენტაცია განახორციელა.
პრეზენტაციასთან ერთად “Scion”-მა სარეკლამო რგოლების სერია წარმოადგინა, რომლებშიც ამერიკელი მსახიობები ჯეიმს ფრანკო, ჯალილ უვატი და გასაბერი სათამაშო ჩართო.
კამპანია “Weird, Right?” (უცნაურია არა?!) თავის სახელწოდებას სრულიად ამართლებს. ვიდეოში უცნაური მოგზაურობაა აღწერილი, რომელსაც უცნაური კომენტარები ახლავს.