in

რას სთავაზობს ახალი სატრანსპორტო კომპანია, „ვიჯეთი“ მომხმარებლებს?

სულ ახლახან ადგილობრივ ბაზარზე ახალი სატრანსპორტო კომპანია, ვიჯეთი გამოჩნდა. მისი მიზანია, სატრანსპორტო ინდუსტრიაში მომხმარებლებს საუკეთესო ფასი და ამავდროულად, მაღალი ხარისხის სერვისი მიაწოდოს.

ჩვენი მიზანია, შევცვალოთ და დავამკვიდროთ თანამედროვე, ევროპული სტანდარტები ქართულ ბაზარზე

საწყის ეტაპზე ვიჯეთი ამანათებისა (ფიზიკური პირებისთვის) და ტვირთების (კომპანიებისთვის) ტრანსპორტირებას ჩინეთიდან, დუბაიდან და თურქეთიდან უზრუნველყოფს. ამასთან, ჯერჯერობით ოფისი მხოლოდ თბილისში მდებარეობს, თუმცა სრული მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. მომდევნო წლის განმავლობაში კი ეტაპობრივად რეგიონებშიც გაიხსნება ვიჯეთის ფილიალები — პირველი სამიზნე იქნება ქუთაისი და ბათუმი. შემდგომში კი მოთხოვნის შესაბამისად იმოქმედებენ.

საგულისხმოა, რომ გარდა მაღალი დონის სერვისის მიწოდებისა, კომპანიას ბაზარზე არსებული პრობლემების გადაჭრა სურს. პირველ რიგში, მთავარ გამოწვევას ფასები წარმოადგენს — „ვფიქრობთ, მოცემული დროისთვის უსამართლოდ მაღალი ფასებია. ამიტომაც, მომხმარებლებს დაუჯერებლად დაბალ ფასებს ვთავაზობთ. მაგალითად, ჩინეთიდან ტრანსპორტირების ფასი ფიზიკური პირებისთვის 1კგ მხოლოდ $7.95-ია, ხოლო დუბაიდან — $3.35″.

მომდევნო გამოწვევად სერვისის ხარისხს ასახელებენ, რაზეც ყველაზე მეტად ჩივიან მომხმარებლები. ამ საკითხის გადასაჭრელად, ვიჯეთის წარმომადგენლებმა დასავლელ, მოწვეულ კონსულტანტებთან ერთად გაწერეს პროცესები. ასევე, განსაკუთრებული ყურადღებით შეარჩიეს კადრები და მათ დამატებითი ტრენინგები ჩაუტარეს.

რაც შეეხება ბოლო, მესამე პრობლემას, საქმე ტრანსპარენტულ პოლიტიკას ეხება, როგორც ფასების, ისე სხვა საკითხების კუთხით. „ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ღირებულება სწორედ ეს არის, ვიყოთ მაქსიმალურად გამჭვირვალე და ავაგოთ გრძელვადიანი, ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა ჩვენს მომხმარებლებთან“, — აღნიშნავენ კომპანიაში.

[R]

როგორია საუკეთესო კარაქი, ყველი და პუდინგი და რა გამოარჩევს Valio-ს სხვა ბრენდებისგან?

Super Vest-ის ჟილეტი ზურგის ტკივილს 20 წუთში აქრობს