მსოფლიო პარიზის ოლიმპიურმა თამაშებმა მოიცვა, ამიტომ McDonald’s France-მა გადაწყვიტა, ციებ-ცხელებას ახალი კამპანიით შეერთებოდა. შეიძლება ითქვას, რომ კამპანია თავისი არსით პოლიგლოტია, რადგან სურთ, თავი ყველას სახლში აგრძნობინონ. ენობრივ ბარიერებს ამსხვრევენ და იუმორისტულ მომენტებს გვაჩვენებენ 10-ზე მეტ ენაზე. ასე კი აშკარაა, რომ მაკდონალდსს ინკლუზიური ატმოსფეროს შექმნა სურს…
კამპანიაში ვხედავთ ტურისტებს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც საყვარელ რესტორანს ადგილობრივი სახელებით ეძებენ, ჩვენთვის თუ McDonald’s-ია, მათთვის ეს Mickey D’s, Makudo ან სულაც Mecces გახლავთ. თუმცა Bic Mac ის არის, რაც აერთიანებთ და რითაც მაკდონალდსის გლობალურ მიმზიდველობაზე უსვამენ ხაზს.
აი, ეს უკანასკნელი კი მარკეტინგულ სტრატეგიაზე მეტიაო, ამბობენ, რადგან ბრენდის ინკლუზიურობისადმი ერთგულებაზე უსვამს ხაზს და მის უნარზე, მოემსახუროს გლობალურ აუდიტორიას. ამგვარად, არ აქვს მნიშვნელობა, რას ეძახიან მას მომხმარებლები, McDonald’s France მზადაა მათ გაღიმებული დახვდეს:
Welcome As You Are-ის კამპანიაზე DDB Paris-მა იმუშავა.
და ამაზე ჰაინეკენის კამპანია ხომ არ გაგახსენდათ?! 150 წლის იუბილე სახელის მრავალფეროვან ინტერპრეტაციებს რომ მიუძღვნეს…