7
დეკ
2017

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მესამე ოფიციალური ცერემონია

7 დეკ 2017

6 დეკემბერს რუსთაველის თეატრში Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მესამე ოფიციალური ცერემონია გაიმართა, სადაც ტრადიციულად 21 გამარჯვებული გამოვლინდა ამდენივე განსხვავებულ ნომინაციაში.

BOG PLUS

საუკეთესო ბუტიკის ტიპის სასტუმრო – სასტუმრო კაბადონი

საუკეთესო სტანდარტული ტიპის სასტუმრო – სასტუმრო ივერია ინნ

საუკეთესო დელუქს ტიპის სასტუმრო – Radisson Blu Iveria Tbilisi

საუკეთესო სპა და გამაჯანსაღებელი კურორტი – Rixos Borjomi

საუკეთესო სამთო-სათხილამურო სასტუმრო – სასტუმრო Quadrum

საუკეთესო ზღვისპირა სასტუმრო – Sheraton Batumi

საუკეთესო დაბალბიუჯეტიანი სასტუმრო – პუშკინის 10

საუკეთესო MICE ტურიზმი – Georgian Events

საუკეთესო ღვინის ტურიზმი – შატო მუხრანი

საუკეთესო სათავგადასავლო ტურიზმი – ტურისტული კომპლექსი ზეთა

საუკეთესო ტრადიციული ქართული რესტორანი – წისქვილი ჯგუფი

საუკეთესო მოგზაური ფოტოგრაფი – გიორგი ლიპარტელიანი

კონცეფტუალური კაფე/რესტორანი – სირაჯხანა

ტურისტული დანიშნულების საუკეთესო მარკეტინგული კამპანია – where.ge

საუკეთესო სპეციალიზირებული ტურისტული სერვისი – ინკლუზიური ტურიზმის ცენტრიპარსა

საუკეთესო საერთაშორისო ქსელის სასტუმრო საქართველოში – Acor ჯგუფის წევრი სასტუმრო მერკური თბილისი

წლის ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით – Best Western Kutaisi

საუკეთესო ქალი მეწარმე ტურიზმის ინდუსტრიაში – ინკლუზიური ტურიზმის ცენტრიპარსას დამფუძნებელი თამარ მახარაშვილი

საუკეთესო ფესტივალი ან ღონისძიება – Tbilisi Open Air

საუკეთესო ფესტივალი ან ღონისძიების ჯილდო ასევე გადაეცა – ფოტო ფესტივალ ქოლგას უნიკალური კონცეფციისათვის, აღნიშნულმა ფესტივალმა შეძლო საქართველოს მონიშვნა მსოფლიო ფოტო გამოფენების რუკაზე.

დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდა 700-ზე მეტი სტუმარი: პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – დიმიტრი ქუმსიშვილი; თბილისის მერი – კახა კალაძე; საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმნისტრაციის ხელმძღვანელი – გიორგი ჩოგოვაძე, პროექტის ნომინანტები და პარტნიორები, სახელმწიფო სექტორი, ბიზნეს სექტორი, საერთაშორისო და ადგილორივი მედია.

“Welcome to Georgia!“-ს პროექტში წელს მონაწილეობა 320 ნომინანტმა მიიღო, რომელთა შორის იყვნენ საქართველოს ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიები, საქართველოს ყველა რეგიონიდან. თითოეული ნომინანტი შეაფასა დაჯილდოების დამოუკიდებელმა ჟიურის შემადგენლობამ, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივი ტურიზმისა და მომსახურეობის სფეროს პროფესიონალებისგან შედგებოდა, შესაფასებელი კატეგორიები თითოეულ ჟიურის წევრს განაწილებული ჰქონდა თავსი პროფესიული საქმიანობის მიხედვით.

მესამე წელია პროექტის თანაორგანიზატორია – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია; ოფიციალური მხარდამჭერი – თბილისის მერია; ოფიციალური სპონსორი – საქართველოს ბანკი; გენერალური სპონსორი – ალიანს ჯგუფი; სპონსორები: ალტიდო; თბილისი ბიზნეს ჰაბი; იულიუს მაინლი; სარაჯიშვილი; არდი; ვესტა; დაინჰოლი; კეონი; ვიქტორია სექურითი; აიტეკი; მეგატექნიკა; დომსონი ენჯინიერინგი; აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი; ორიენტ ლოჯიკი; ელემენტს გრუპი; იანეარი; UPS; გაგრა პლუსი; favorite style; გიფერი; თბილღვინო; ბაჯეთი; ლავლი როუზის; ეს თი ეს; პროფიტექსი; პარტნიორი სასტუმროები: სითი ცენტრი; სითი ავენიუ; გრუვი; ქორალი; ლოპოტა სპა რეზორტი; დივან ბათუმი; ვინდჰემი; კოლიზეუმ მარინა; შარდონე;

განხილვა