6
Dec
2016

“Welcome to Georgia“ ტურიზმის მეორე ეროვნული ოფიციალური დაჯილდოების ცერემონია

6 Dec 2016

2 დეკემბერს, სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ “Welcome to Georgia“ ტურიზმის მეორე ეროვნული ოფიციალური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც 19 გამარჯვებული გამოვლინდა, 19 განსხვავებულ ნომინაციაში.

ცერემონია 1

BEST BUSINESS EVENT VENUE AWARD – Holiday Inn Tbilisi

BEST MICE TOURISM AWARD – BTL Georgia

BEST TOURISM RESTAURANTS SERVICES AWARD – Restaurant “Georgian House”

BEST TOURISM WINERY AWARD – Winery Khareba

BEST BOUTIQUE ACCOMMODATION AWARD – Vinotel

BEST STANDARD ACCOMMODATION AWARD – Courtyard by Marriott Tbilisi

BEST DELUXE ACCOMMODATION AWARD – Crowne Plaza Borjomi

BEST WELLNESS & SPA RESORT AWARD – Lopota Lake Resort & Spa

BEST MOUNTAIN ACCOMMODATION AWARD – Rooms Hotel Kazbegi

BEST SEA ACCOMMODATION LOCATED IN THE CITY – Divan Suites Batumi

BEST SEA ACCOMMODATION LOCATED ON THE COAST – Hilton Batumi

BEST LOW BUDGET ACCOMMODATION AWARD – Dvizh Hostel Eli Spali

BEST TOURISM INNOVATION OF THE YEAR AWARD – Check in Georgia

BEST FESTIVAL OR EVENT AWARD – GEM Fest

BEST INCOMING TOUR OPERATOR AWARD – CAPITAL GEORGIA TRAVEL

BEST OUTBOUND TOUR OPERATOR AWARD Easy Travel Agency

BEST ADVENTURE TOURISM AWARD – rafting.ge

BEST TRAVEL PHOTOGRAPHER OF THE YEAR – Shermazana

THE FASTEST GROWING COMPANY OF THE YEAR IN THE SME SEGMENT – Continent Cron Palace Tbilisi

დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდა პირველი ვიცე პრემიერი, ფინანსთა მინისტრი – დიმიტრი ქუმსიშვილი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – ქეთევან ბოჭორიშვილი; თბილისის მერი – დავით ნარმანია; თბილისის მერის მოადგილე – ირაკლი ლექვინაძე; საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმნისტრაციის ხელმძღვანელი – გიორგი ჩოგოვაძე და ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის, სახელმწიფოს, მედიისა და სხვა ბიზნეს სექტორის 500_მდე წარმომადგენელი.

ცერემონია გახსნა პირველმა ვიცე პრემიერმა – დიმიტრი ქუმსიშვილმა, მან აღნიშნა თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტები ქართული ტურიზმის განსავითარებლად. ასევე სიტყვით გამოვიდა თბილისის მერი – დავით ნარმანია, რომელმაც ტურიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური დიპლომით დააჯილოვა „რადიო ჰოლდინგი ფორტუნა“. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ – ქეთევან ბოჭორიშვილმა, რომელიც დაჯილდეობის ერთ-ერთი ჟიურის წევრია, ისაუბრა შეფასების მეთოდებზე და სპეციალური ჯილდო „OPENING OF THE AWARD„ გადასცა სასტუმრო ბილტმორ თბილისს.

დაჯილდოების თანაორგანიზატორმა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა – გიორგი ჩოგოვაძემ საქართველოსა და უკრაინას შორის ტურიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილსთვის სპეციალური დიპლომით დააჯილდოვა უკრაინული ჟურნალი „International Tourism Magazine”.

ცერემონია 2

ცერემონია დახურა პროექტის გენერალურმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა მარინა ჩაიკამ, რომელმაც სტუმრებს დაპირებისამებრ ქართულ ენაზე მიმართა სიტყვით და აღნიშნა რომ მისთვის დიდი და საინტერესო გამოწვევაა ქართული ენის შესწავლა. ასევე ისაუბრა, იმაზე რომ საერთაშორისო სტანდარტებისა და ქართული სტუმართმასპინძლობის, კულტურისა და ისტორიის გაერთიანებით შეიქმნება ისეთი უნიკალური რაღაც რაც ხელს შეუწყობს ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის განვითარებას საქართველოში. პროექტის დამფუძნებელები მოწვეულ სტუმრებს უფრო საინტერესო და მასშტაბურ ცერემონიას დაპირდნენ მომავალი წლისთვის.

“Welcome to Georgia“-ს პროექტში მონაწილეობა 300-ზე მეტმა ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიამ მიიღო, საქართველოს ყველა რეგიონიდან. ნომინანტების შეფასების პროცესი გაყოფილი იყო ორ ეტაპად, პირველ ეტაპზე – მიმდინარეობდა ონლაინ ხმის მიცემა, პროექტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ხოლო მეორე ეტაპზე ნომინანტები შეაფასა – კომპეტენტურმა ჟიურიმ, რომელიც დაკომპლექტებული იყო საერთაშორისო და ქართველი, ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს პროფესიონალებისგან. მეტი გამჭვირვალობისა და ობიექტურობისთვის, ჟიურის შეფასება და ონლაინ ხმები თითოეული ნომინანტისთვის დაითვალა და შეაჯამა პროექტის დამოუკიდებელმა აუდიტორმა „ბიდიო საქართველო“_მ და გამოავლინა ფინალისტები და გამარჯვებულები თითოეულ ნომინაციაში.

“Welcome to Georgia“ ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება, ერთადერთი პროექტია ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ამ სფეროს განვითარებას საქართველოში და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.

განხილვა