in

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება 2017 – პროექტის საერთაშორისო მიზნები

6 დეკემბერს, რუსთაველის თეატრში, Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მესამე ოფიციალურ ცერემონიაზე გახდება ცნობილი, საქართველოს ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიების 320 ნომინანტიდან, ვინ მოხვდება 20 საუკეთესოს შორის. ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონია 2015 წლიდან ტარდება საქართველოში და მისი მთავარი მიზანია, ხელი შუწყოს საქართველოში ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს განვითარებას და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.  პროექტის ადგილობრივ და საერთაშორისო მიზნებზე, მნიშვნელობასა და ამჟამინდელ გამოწვევებზე, მარკეტერს Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, მარინა ჩაიკა ესაუბრა: 

BOG
BOG

„საერთაშორისო სტანდარტებისა და ქართული სტუმართმოყვარეობის, ისტორიისა და კულტურის შერწყმით, ჩვენ შევქმნით რაღაც უნიკალურს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლას“, – მარინა ჩაიკა, Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი.

M: Welcome To Georgia! – პროექტს რა როლი აქვს ტურიზმის განვიტარების პროცესში და რამდენად ეფექტურია ის შედეგი, რაც ეროვნულ დაჯილდოებას 2015 წლიდან დღემდე მოჰყვა?
Welcome To Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტი არის ერთადერთი ყოველწლიური ღონისძიება საქართველოში, რომელიც აერთიანებს ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიას. დაჯილდოების პირველი ღონისძიების ჩატარების შემდეგ უამრავი მადლობა მოგვდიოდა, არა მხოლოდ პროექტის მონაწილეებისგან, არამედ უბრალოდ ბიზნეს სექტორიდან, რომ ავიღეთ მსგავსი ინიციატივა საკუთარ თავზე. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი პროექტი თავის წვლილს შეიტანს ქართული ტურიზმის განვითარებაში და მის თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოებაში.

M: ქართული კომპანიებისთვის, რომლებიც ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში საქმიანობენ, რატომ არის პროექტში მონაწილეობა მნიშნელოვანი? რა ბენეფიტებს იღებენ მონაწილეები?
დაჯილდოების პროექტი არის ნამდვილი კონკურენციის ასპარეზი თითოეული მონაწილისთვის. შეფასების პროცესი ეფუძნება საერთაშორისოდ აღიარებულ მეთოდოლოგიას, არის გამჭვირვალე და სამართლიანი. მონაწილეებს აფასებს მიუკერძოებელი ჟიური, ხოლო შეფასების პროცესებს აკვირდება პროექტის დამოუკიდებელი აუდიტორი „ბიდიო საქართველო“, რომელიც, საბოლოოდ,  ავლენს გამარჯვებულებსა და ფინალისტებს.

პროექტის თითოეული ნომინანტი რეგისტრაციის გავლისთანავე ერთვება ჩვენს პიარ კამპანიაში, წლის მანძილზე იწერება სტატიები პროექტის ფინალისტებისა და გამარჯვებულების შესახებ, როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო მედიაში. გარდა ამისა, ყოველწლიურად, ვამზადებთ პროექტის შემაჯემებელ ბუკლეტს, რომელიც არის ერთგვარი ტურისტული გიდი, სადაც მოცემულია ინფორმაცია პროექტის ნომინანტების, ფინალისტებისა და გამარჯვებულების შესახებ. M: რას გულისხმობს საქართველოს წარმოჩენა საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე?
პროექტის გლობალური მიზანია საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის წარმოჩენა საერთაშორისო ბაზარზე. პროექტს აქვს ფართო საერთაშორისო მედია მხარდაჭერა და სწორედ მათი საშუალებით ვაცნობთ მსოფლიოს საქართველოს.

ჩვენი საერთაშორისო მედია პარტნიორები არიან აზებაიჯანული, სომხური, უკრაინული, ყაზახური ტურისტული და საბორტო ჟურნალები, სადაც იწერება სტატიები საქართველოსა და პროექტის ნომინანტების შესახებ. ვაწყობთ ინფო ტურებს საქართველოში საერთაშორისო მედიისთვის. სულ რამდენიმე კვირის წინ ჩვენი და ჩვენი პარტნიორის უკრაინული ავიაკომპანიის „YanAir-ის“ ორგანიზებით უკრაინელი ჟურნალისტების ჯგუფი ესტუმრა საქართველოს, რომელთა უმრავლესობაც პირველად იყო საქართველოში, მოინახულეს ლოპოტა, გრემი, ნეკრესი, გუდაური და დადებითი შთაბეჭდილებებით დატოვეს ქვეყანა, დღეს კი ამზადებენ სტატიებს, რათა გაუზიარონ შთაბეჭდილები თავიანთ მკითხველს. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, წლევანდელ ცერემონიას დაესწრება ერთ-ერთი წამყვანი უკრაინული ტელეკომპანია 1+1, ტურის ფარგლებში მოინახულებენ საქართველოს რამდენიმე კუთხეს, რის შემდეგაც მოამზადებენ სიუჟეტებს, როგორც ცერემონიის, ისე საქართველოს შესახებ. ჩვენ ვაგრძელებთ ამ კუთხით მუშაობას, მოლაპარაკებები გვაქვს სხვადასხვა საერთაშორისო მედიასთან და მომავალში მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

M: ამჟამად, რა ეტაპზე ხართ, როგორია თქვენთან მიმდინარე გამოწვევები?
ამჟამად, აქტიურად ვემზადებით დაჯილდოების მესამე ოფიციალური ცერემონიისთვის, ვაგზავნით მოსაწვევებს და ვართ საორგანიზაციო საკითხებით დაკავებულები. დაჯილდოების ცერემონია დახურული ღონისძიებაა, რომელსაც წელს, 700 მოწვეული სტუმარი დაესწრება: პროექტის ნომინანტები და პარტნიორები, სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები, ბიზნეს სექტორი, საერთაშორისო და ადგილობრივი მედია.

Armani Exchange – ის პირველი მაღაზია 30 ნოემბერს გაიხსნება !

როდესაც საახალწლო საჩუქარი არასწორად არის შერჩეული! – უხერხული სიტუაციები PayPal-ის ვიდეორგოლში