19
Nov
2018

საქართველოში ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში საუკეთესო კომპანიები გამოვლინდებიან

19 Nov 2018

საქართველოში ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში საუკეთესო კომპანიები გამოვლინდებიან. ღონისძიება Welcome to Georgia! – ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება, 17 დეკემბერს, რუსთაველის თეატრში გაიმართება. ღონისძიება მეოთხედ ტარდება და მის ფარგლებში გამარჯვებულები შეირჩევიან 20 განსხვავებულ ნომინაციაში, ტურიზმისა და მასპინძლობის დარგის 350-ზე მეტი წარმომადგენლიდან.

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

მეოთხე ოფიციალურ დაჯილდოების ცერემონიას დაესწრება 800-მდე სტუმარი: ტურისტული სააგენტოები, უმსხვილესი სასტუმროების წარმომადგენლები, გენერალური მენეჯერები და სასტუმროების მფლობელები, ღონისძიებები და ფესტივალები, რესტორნები და კაფეები, ღვინის კომპანიები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისა და მთავრობის წარმომადგენლები.

ორგანიზატორთა თქმით, ცერემონიის ლოკაცია საქართველოს მნიშვნელოვანი ეროვნული და კულტურული ძეგლი – რუსთაველის თეატრია. სწორედ, რუსთაველის თეატრის დახვეწილი, მრავალსაუკუნოვანი კულტურა და უნიკალური სტუმართმასპინძლობა იქნება გაერთიანებული Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეოთხე ცერემონიაზე, საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის წარმატების აღსანიშნავად!

ცერემონია უკვე მეოთხე წელია იმართება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანაორგანიზებით. ასევე, პროექტის თანაორგანიზატორია – საქართველოს ბანკი. პროექტის ოფიციალური მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია და საპარტნიორო ფონდი. გენერალური სპონსორი – ალიანს ჯგუფი.

[R]

განხილვა