in

იჩქარეთ, არ გაუშვათ შანსი, გახდეთ საუკეთესო ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის  ინდუსტრიაში

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტი  სასტუმროებს, რესტორნებს, ღვინის მარნებსა და მაღაზიებს, ტურისტულ სააგენტოებს, ტურ ოპერატორებსა და ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში მოღვაწე სხვა კომპანიებს დაჯილდოების ყოველწლიურ  კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს.

BOG
BOG

„კონკურსში მონაწილეობა ღიაა ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში მომუშავე კომპანიისათვის, საქართველოს ყველა რეგიონიდან. ერთ კომპანიას შეუძლია დარეგისტრირდეს, მაქსიმუმ, ორ ნომინაციაში, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება მისი საქმიანობის სფეროს. თითოეულ ნომინანტი საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიის მიხედვით ფასდება დაჯილდოების დამოუკიდებელი ჟიურის მიერ, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივი ტურიზმისა და მომსახურეობის სფეროს პროფესიონალებისგან შედგება. შესაფასებელი კატეგორიები თითოეულ ჟიურის წევრს განაწილებული აქვს თავისი პროფესიული საქმიანობის მიხედვით. პროექტის გამჭვირვალობისა და მიუკერძოებლობის გარანტად კი უკვე მეოთხე წელია ჟიურის შეფასებას ინდივიდუალურად ყველა ნომინანტისთვის ითვლის და აჯამებს პროექტის დამოუკიდებელი აუდიტორი „ბიდიო საქართველო“ და ავლენს ფინალისტებს და გამარჯვებულებს თითოეულ ნომინაციაში, რომელთა ვინაობაც ცნობილი გახდება Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეოთხე ოფიციალური ცერემონიაზე დეკემბერში. პროექტის მედია პარტნიორია Marketer.ge “. 

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტის მთავარი მიზანია, ხელი შუწყოს საქართველოში ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს განვითარებას და ქვეყნის ცნობადობის ამაღლება საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.

„შეარჩიეთ თქვენითვის შესაფერისი ნომინაცია,  დარეგისტრირდით,  მიიღეთ მონაწილეობა და გახდით საუკეთესო თქვენს სფეროში“.

ნომინაციები:

  1. კონცეფტუალური სასტუმრო
  2. საუკეთესო სპა და გამაჯანსაღებელი კურორტი
  3. საუკეთესო სამთო-სათხილამურო სასტუმრო
  4. საუკეთესო ზღვისპირა სასტუმრო
  5. THE BEST VALUE – დაბალბიუჯეტიანი სასტუმრო
  6. THE BEST VALUE – სტანდარტული ტიპის სასტუმრო
  7. THE BEST VALUE – პრემიუ სასტუმრო
  8. საუკეთესო MICE ტურიზმი
  9. საუკეთესო ღვინის ტურიზმი
  10. საუკეთესო სათავგადასავლო ტურიზმი
  11. საუკეთესო ტრადიციული ქართული რესტორანი
  12. საუკეთესო ფესტივალი ან ღონისძიება
  13. კონცეფტუალური კაფე/რესტორანი
  14. საუკეთესო საერთაშორისო ქსელის სასტუმრო საქართველოში
  15. საუკეთესო E-ტურიზმი
  16. საუკეთესო შემომყვანი ტურ ოპერატორი
  17. საუკეთესო თემზე დაფუძნებული ტურიზმი
  18. წლის ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით
  19. საუკეთესო ქალი მეწარმე ტურიზმის ინდუსტრიაში
  20. #მევქმნი – ყველაზე წარმატებული ქართული ბრენდი ტურიზმის ინდუსტრიაში

რატომ უნდა ვიყოთ ხშირად ზღვის სანაპიროზე – ნეიროფსიქოლოგების რეკომენდაცია

ავტომობილი პეპლის ეფექტით! – BMW-ს ვიდეორგოლი i8 Roadster-ისთვის