9
Sep
2019

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება 2019 იწყება

9 Sep 2019

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტი, 2019 წლის საიუბილეო დაჯილდოების ყოველწლიურ კონკურსში მონაწილეობისთვის იწვევს: სასტუმროებს, საოჯახო სასტუმროებს, რანჩოებს, ფერმებს, ტრადიციული რეწვის ოსტატებს და მუზეუმებს, რესტორნებს, ღვინის მწარმოებელ კომპანიებსა და მაღაზიებს, მცირე თუ საოჯახო ღვინის მარნებს, ავიაკომპანიებს, ნიშური ტურიზმის წარმომადგენლებს, ტურისტულ სააგენტოებს, ტუროპერატორებს, ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში მოღვაწე სხვა კომპანიებს.

„კონკურსში მონაწილეობა ღიაა ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში მომუშავე კომპანიისათვის, საქართველოს ყველა რეგიონიდან. ერთ კომპანიას შეუძლია, დარეგისტრირდეს, მაქსიმუმ, ორ ნომინაციაში, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება მისი საქმიანობის სფეროს. თითოეულ ნომინანტი საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიის მიხედვით ფასდება დაჯილდოების დამოუკიდებელი ჟიურის მიერ, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივი ტურიზმისა და მომსახურეობის სფეროს პროფესიონალებისგან შედგება. შესაფასებელი კატეგორიები თითოეულ ჟიურის წევრს განაწილებული აქვს თავისი პროფესიული საქმიანობის მიხედვით. პროექტის გამჭვირვალობისა და მიუკერძოებლობის გარანტად კი უკვე მეხუთე წელია ჟიურის შეფასებას ინდივიდუალურად ყველა ნომინანტისთვის ითვლის და აჯამებს პროექტის დამოუკიდებელი აუდიტორი „​ბიდიო საქართველო“, ავლენს ფინალისტებს და გამარჯვებულებს თითოეულ ნომინაციაში, რომელთა ვინაობაც ცნობილი გახდება Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეხუთე ოფიციალურ საიუბილეო ცერემონიაზე დეკემბერში“.

ორგანიზატორების თქმით, Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტის მთავარი მიზანია, ხელი შუწყოს საქართველოში ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს განვითარებას და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას, საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.

„შეარჩიეთ თქვენთვის შესაფერისი ნომინაცია, დარეგისტრირდით,  მიიღეთ მონაწილეობა და დასახელდით საუკეთესოდ თქვენს სფეროში“.

ნომინაციები
1. საუკეთესო ზღვისპირა სასტუმრო
2. საუკეთესო კონცეპტუალური სასტუმრო
3. საუკეთესო სათხილამურო კურორტი
4. საუკეთესო დაბალბიუჯეტიანი სასტუმრო
5. საუკეთესო სტანდარტული ტიპის სასტუმრო
6. საუკეთესო პრემიუმ სასტუმრო
7. საუკეთესო „4 სეზონის“ სასტუმრო მთაში
8. საუკეთესო ფესტივალი ან ღონისძიება
9. საუკეთესო ავიაკომპანია
10. საუკეთესო “MICE” ტურიზმი
11. საუკეთესო ღვინის ტურიზმი
12. საუკეთესო ქართული ტრადიციული რესტორანი
13. საუკეთესო საერთაშორისო სასტუმროების ქსელი
14. საუკეთესო კონცეპტუალური კაფე/რესტორანი
15. საუკეთესო სათავგადასავლო ტურიზმი
16. საუკეთესო ტურ-ოპერატორი
17. საუკეთესო სოფლის ტურიზმი
18. წლის ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია მცირე და საშუალო ბიზნესში – „საქართველოს ბანკის“ სპეციალური ნომინაცია;
19. მე ვქმნი – ყველაზე წარმატებული ქართული ბრენდი ტურიზმის ინდუსტრიაში – „საქართველოს ბანკის“ სპეციალური ნომინაცია;
20. საუკეთესო ქალი მეწარმე ტურიზმის ინდუსტრიაში – „საქართველოს ბანკის“ სპეციალური ნომინაცია;
21. საუკეთესო ნიშური ტურიზმი
22. საუკეთესო მცირე მეღვინეობა
23. H2OTEL WATER SAVING Award
24. საუკეთესო პასუხისმგებლიანი ტურიზმი
25. საუკეთესო ტრადიციული რეწვა
26. სპეციალური პრემია: Khetsuriani Trophy

ღონისძიების ორგანიზატორები არიან: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და „საქართველოს ბანკი“. პროექტის მხარდამჭერები – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, თბილისის მერია და საპარტნიორო ფონდი. პროექტის დამოუკიდებელი აუდიტორი – „BDO საქართველო“, პროექტის გენერალური სპონსორი – „ალიანს ჯგუფი“.

განხილვა