in

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მე-5 საიუბილეო ცერემონია გაიმართა 

6 დეკემბერს, „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი „პალასმა” ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეხუთე საიუბილეო ცერემონიას უმასპინძლა. ღონისძიება 380 ნომინანტს შორის 29 გამარჯვებული გამოვლინდა, 27 განსხვავებულ ნომინაციებში, მათ შორის ახალ ნომინაციაში “H2OTEL Water Saving Award”-რომელიც სპეციალურად UNDP-სთან თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა. ჯილდო, ამ ნომინაციაში, გადაეცა – ჰოსტელს Why me?. ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა სპეციალური ჯილდო გადასცეს “Spend 4 season in Georgia”-ს. მათვე გადაეცათ სპეციალური პრიზი შალვა ხეცურიანისგან – Khetsuriani Trophy.

  1. საუკეთესო ტრადიციული ქართული რესტორანი – „ეთნო წისქვილი“
  2. კონცეპტუალური სასტუმრო – „მოქს თბილისი“
  3. კონცეპტუალური სასტუმრო – Glamping Georgia
  4. THE BEST VALUE – სტანდარტული ტიპის სასტუმრო – „ქორთიარდ თბილისი“
  5. THE BEST VALUE – პრემიუმ სასტუმრო – „სასტუმრო თბილისი მარიოტი“
  6. THE BEST VALUE – დაბალბიუჯეტიანი სასტუმრო – „პუშკინი 10“
  7. საუკეთესო მცირე მეღვინეობა – „ბაიას ღვინო“
  8. საუკეთესო “4 სეზონის” სასტუმრო მთაში – „ბორჯომი ლიკანი“
  9. საუკეთესო ზღვისპირა სასტუმრო  – „სასტუმრო შერატონ ბათუმი“
  10. საუკეთესო ფესტივალი ან ღონისძიება – „თბილისი ოფენ ეარი“
  11. საუკეთესო MICE ტურიზმი – „ლოპოტა სპა რეზორტი“
  12. საუკეთესო ღვინის ტურიზმი – „შატო მუხრანი“
  13. საუკეთესო ღვინის ტურიზმი – „მეღვინეობა ხარება“
  14. საუკეთესო საერთაშორისო ქსელის სასტუმრო – „რადისონ ქოლექშენ, წინანდალის მამული“
  15. კონცეპტუალური კაფე/რესტორანი – „პური გულიანი“
  16. საუკეთესო სათხილამურო კურორტი – „სასტუმრო გუდაური ლოფტი“
  17. საუკეთესო შემომყვანი ტურ ოპერატორი –
  18. საუკეთესო სათავგადასავლო ტურიზმი – MOUNTAIN FREAKS MOUNTAIN TRAVEL & ADVENTURE AGENCY
  19. წლის ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია მცირე და საშუალო სეგმენტში – „ბესთ უესთერნ ბარნოვი“
  20. საუკეთესო ქალი მეწარმე ტურიზმის ინდუსტრიაში – ქეთი მიქაშავიძე
  21. მევქმნი – ყველაზე წარმატებული ქართული ბრენდი ტურიზმის ინდუსტრიაში – „სასტუმრო ჯორჯიან პალასი ქობულეთი“
  22. სოფლის ტურიზმი – „ღვინის ეზო N1“
  23. საუკეთესო ავიაკომპანია – „ლუფთანზა“
  24. საუკეთესო ნიშური ტურიზმი – „თრეილს ენდ ვაინს“
  25. პასუხისმგებლიანი ტურიზმი – „მარიოტის სასტუმროები თბილისი“
  26. ტრადიციული რეწვა – “White Studio”
  27. H2OTEL – წყლის მდგრადი მართვა –  ჰოსტელი „ვაი მი?“
  28. სპეციალური პრიზი შალვა ხეცურიანისგან – “Khetsuriani Trophy” – “Spand 4 season in Georgia”
  29. სპეციალური ჯილდო ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის – “Spend 4 season in Georgia”

ღონისძიებას 700-მდე სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, თბილისის მერის მოადგილე სოფო ხუნწარია, პროექტის ნომინანტები, მთავრობის, ბიზნესისა და საერთაშორისო თუ ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები.

„წლევანდელი ცერემონიის ფორმატი წინა წლებისგან განსხვავებული იყო – ნამდვილი საიუბილეო საღამო , გალა-ვახშმით, ინტერაქტიული პროგრამით, საზეიმო ტორტის გაჭრით და სხვა მრავალი სიურპრიზით. ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 2015 წლიდან ტარდება საქართველოში და წარმატებით დაიმკვიდრა თავი როგორც სანდო, უნიკალურმა ფლატფორმამ, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული ტურიზმის და მასპინძლობის სფეროს განვითარებაში, ნომინანტთა და გამარჯვებულთა რაოდენობა კი ყოველწლიურად იზრდება. მეხუთე წელია, პროექტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და მეოთხე წელია, აქართველოს ბანკის თანაორგანიზებით იმართება. პროექტის მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია და დაცული ტერიტორიების სააგენტო. გენერალური სპონსორია „ალიანს ჯგუფი“, დამოუკიდებელი აუდიტორი – „ბიდიო საქართველო“.

[R]

ცნობილი ფილმების პერსონაჟები ერთმანეთს თბილისში ხვდებიან

ყოველ მეასე მყიდველს, რა?.. – “ალტას” რეკლამა