18
Dec
2018

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეოთხე ცერემონია გაიმართა

18 Dec 2018

რუსთაველის თეატრში Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეოთხე ოფიციალური ცერემონია გაიმართა. გამარჯვებულები 23 სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინეს.

 

                                                                                     გამარჯვებულები                                                                                               Ability Photo Agency ფოტოგრაფი- ვახო მამაგეიშვილი

ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მთავარი მიზანია, ხელი შუწყოს საქართველოში ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს განვითარებას. ასევე ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.

რაც შეეხება გამარჯვებულებს:

1.   კონცეპტუალური სასტუმრო – Quadrum Ski & Yoga Resort;

2.   საუკეთესო სპა და გამაჯანსაღებელი კურორტი –  Crowne Plaza Borjomi;

3.   საუკეთესო სამთო-სათხილამურო სასტუმრო- Borjomi Likani;

4.   საუკეთესო ზღვისპირა სასტუმრო – Sheraton Batumi Hotel;

5.   THE BEST VALUE – დაბალბიუჯეტიანი სასტუმრო – Hostel Pushkin 10;

6.   THE BEST VALUE – სტანდარტული ტიპის სასტუმრო – Ramada Encore Tbilisi;

7.   THE BEST VALUE – პრემიუმ სასტუმრო – Radisson Blu Iveria Tbilisi;

8.   საუკეთესო ფესტივალი ან ღონისძიება  – Tbilisi Open Air;

9.   საუკეთესო MICE ტურიზმი – Calypso Travel & Event;

10.  საუკეთესო ღვინის  ტურიზმი- Château Mukhrani;

11.  საუკეთესო E-ტურიზმი – Travel Guide App;

12.  საუკეთესო ტრადიციული ქართული რესტორანი – ETHNO TSISKVILI;

13.  საუკეთესო საერთაშორისო ქსელის სასტუმრო საქართველოში – Tbilisi Marriott Hotel;

14.  კონცეპტუალური კაფე/რესტორანი – Barbarestan;

15.  საუკეთესო შემომყვანი ტურ ოპერატორი – Caucasus Travel;

16.  საუკეთესო თემზე დაფუძნებული ტურიზმი – Nazy’s Guest House;

17.  საუკეთესო სათავგადასავლო ტურიზმი – Altihut 3.014

18.  წლის ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით – Wehost;

19.  #მევქმნი – ყველაზე წარმატებული ქართული ბრენდი ტურიზმის ინდუსტრიაში – Lopota Lake Resort & Spa;

20.  საუკეთესო ქალი მეწარმე ტურიზმის ინდუსტრიაში – თინათინ დუღაშვილი ;

21.  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ დაწესებული სპეციალური ჯილდო – ტურიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის – გიორგი თავაძე, ,,ჯიემთი ჯგუფის’’ პრეზიდენტი;

22.  საპარტნიორო ფონდის მიერ დაწესებული ჯილდო საუკეთესო ტურისტული  სტარტაპი –WEHOST;

23. საუკეთესო მცირე მეღვინეობა  – Baia’s Wine.

                     მარინა ჩაიკა – Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების დამფუძნებელი                                                Ability Photo Agency ფოტოგრაფი- ვახო მამაგეიშვილი

დაჯილდოების ცერემონიას ღონისძიების პარტნიორები, საერთაშორისო თუ ქართული მედიის, საჯარო და კერძო სექტორის, წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ორგანიზატორების თქმით, “Welcome to Georgia!“-ს პროექტში წელს მონაწილეობა 350 ნომინანტმა მიიღო.

Ability Photo Agency ფოტოგრაფი- ვახო მამაგეიშვილი

„მათ შორის იყვნენ საქართველოს ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიები, საქართველოს ყველა რეგიონიდან: სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ღონისძიებები და ფესტივალები, რესტორნები და კაფეები, ღვინის კომპანიები და სხვა. თითოეული ნომინანტი საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიის მიხედვით, შეაფასა დაჯილდოების დამოუკიდებელმა ჟიურიმ, რომლებიც საერთაშორისო და ადგილობრივი ტურიზმისა და მომსახურეობის ბაზრის პროფესიონალებისგან შედგებოდა. შესაფასებელი კატეგორიები თითოეულ ჟიურის წევრს განაწილებული ჰქონდა თავისი პროფესიული საქმიანობის მიხედვით. პროექტის გამჭვირვალობისა და მიუკერძოებლობის გარანტად უკვე მეოთხე წელია ჟიურის შეფასებას ინდივიდუალურად ყველა ნომინანტისთვის ითვლის და აჯამებს პროექტის დამოუკიდებელი აუდიტორი „ბიდიო საქართველო“. შემდეგ კი ფინალისტებს და გამარჯვებულებს თითოეულ ნომინაციაში ავლენს, რომელთა ვინაობაც ცნობილი უშუალოდ ოფიციალური დაჯილდოების დღეს ხდება“.

                                   გიორგი ქობულია – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი                                                  Ability Photo Agency ფოტოგრაფი- ვახო მამაგეიშვილი

მეოთხე წელია, პროექტის “Welcome to Georgia!“ ორგანიზატორები არიან: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და „საქართველოს ბანკი“. ოფიციალური მხარდამჭერები – თბილისის მერია და „საპარტნიორო ფონდი“. ღონისძიების გენერალური სპონსორია „ალიანს ჯგუფი“.

განხილვა