17 დეკემბერს რუსთაველის თეატრში Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების რიგით მეოთხე ცერემონია გაიმართება. დაჯილდოების ცერემონიაზე, 20 განსხვავებულ ნომინაციაში ტურიზმის და მასპინძლობის დარგის 350-ზე მეტი წარმომადგენლიდან გამოვლინდებიან გამარჯვებულები. დაჯილდოების ცერემონია გაიმართება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანაორგანიზებით. ასევე, პროექტის თანაორგანიზატორია – საქართველოს ბანკი. პროექტის ოფიციალური მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია და საპარტნიორო ფონდი. გენერალური სპონსორი – ალიანს ჯგუფი. დაჯილდოების დამოუკიდებელი აუდიტორია – ბიდიო საქართველო!

13 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ბანკის სათავო ოფისში ტურიზმის ეროვნული დაჯილდოებისა და საქართველოს ბანკის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.

კონფერენციას ესწრებოდნენ: მარინა ჩაიკა – Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, მედეა ჯანიაშვილი- საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, ანდრია ბასილაია – თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი, მაია ხაჩიძე – ბიდიო საქართველოს პარტნიორი, ზურაბ მასურაშვილი – საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.

საქართველოს ბანკი უკვე ორი წელია პროექტის ოფიციალური სპონსორია და წელს უკვე თანაორგანიზატორის სტატუსით გვევლინება. პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს ბანკმა შეიმუშავა სამი განსაკუთრებული ნომინაცია: „საუკეთესო ქალი მეწარმე ტურიზმის ინდუსტრიაში“, „მევქმნი – ყველაზე წარმატებული ქართული ბრენდი ტურიზმის ინდუსტრიაში“ და „წლის ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით“, ამ ნომინაციებში გამარჯვებულებს ბანკი განსაკუთრებულ საჩუქრებს უმზადებს.











