in

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება 6 დეკემბერს გაიმართება

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მე-5 საიუბილეო ცერემონია 6 დეკემბერს, SHERATON GRAND TBILISI METECHI PALACE- ში გაიმართება.

„Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება ეს არის ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში არსებული ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია, რომელიც ტარდება საქართველოში 2015 წლიდან. ღონისძიებამ წარმატებით დაიმკვიდრა თავი, როგორც უნიკალურმა პლატფორმამ ქვეყნის ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის განვითარებაში, და წარმოადგენს ერთგვარ „ოსკარს“ ინდუსტრიის მიღწევების აღსანიშნავად“.

წლევანდელი ღონისძიება საიუბილეოა, პროექტისთვის და ორგანიზატორების თქმით, ფორმატიც საკმაოდ განსხვავებულია.

„ეს იქნება ნამდვილი საიუბილეო საღამო, თითოეული სტუმრისთვის. გთავაზობთ გალა-ვახშამს ინტერაქტიული პროგრამით და მრავალი სიურპრიზით. დაჯილდოების ცერემონიაზე 250-ზე მეტი ნომინანტიდან მხოლოდ ღირსეულები გახდებიან ფინალისტები ან დასახელდებიან „საუკეთესოდ“ 26 სხვადასხვა ნომინაციაში. ჩვენ ასევე მოხარული ვართ აღვნიშნოთ, რომ სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა შეხვდნენ ფინალისტებსა და გამარჯვებულებს 2019 წლის ახალ კატეგორიებშიც: „საუკეთესო ავიაკომპანია“, „საუკეთესო ტრადიციული რეწვა“, „საუკეთესო ნიშური ტურიზმი“, „საუკეთესო სოფლის ტურიზმი“, „საუკეთესო მცირე მეღვინეობა“, „H2O Water Saving Award” – ნომინაცია შექმნილი სპეციალურად UNDP-სთან თანამშრომლობის ფარგლებში, და სპეციალური პრიზი – Khetsuriani Trophy“.

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ამ გრანდიოზული, საიუბილეო ღონისძიებისთვის ​საგანგებოდ ემზადებიან და მათ შორის გამორჩეული იქნება წლევანდელი After-Party, თუმცა, რა ელოდებათ სტუმრებს, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„ღონისძიებას დაესწრება 700-მდე სტუმარი, აქედან იქნებიან: საუკეთესო სასტუმროების, რესტორნების, ღვინის ქარხნების, მენეჯმენტის და გენერალური მენეჯერების, ბაზრის წამყვანი დეველოპერების, ქვეყნის ძირითადი საწარმოების, მთავრობის წარმომადგენლების, ეროვნული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ძირითადი სასტუმროს ოპერატორების, ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები. სააგენტოები და ტუროპერატორები, მედია და პრესა“.

უკვე მეხუთე წელია, დაჯილდოების პროექტის თანა-ორგანიზატორია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, „საქართველოს ბანკი“. ოფიციალური მხარდამჭერები: ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო, თბილისის მერია, საპარტნიორო ფონდი და დაცული ტერიტორიების სააგენტო. პროექტის გენერალური სპონსორია „ალიანს ჯგუფი“.

“ტექნიკურადაც და გამოცდილებითაც მზად ვართ, გავუმკლავდეთ მსხვილ შეკვეთებს” – სარეკლამო კომპანია Flexmedia

თბილისში მაუწყებლობას ახალი მუსიკალური ინტერნეტ რადიო იწყებს – Mutant Radio მსმენელს 26 ოქტომბრიდან ელის