22
Apr
2019

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მე-5 საიუბილეო ცერემონიისთვის მზადება დაიწყო

22 Apr 2019

12 აპრილს, „საქართველოს ბანკის“ სათავო ოფისში, ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ჟიურის საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა განიხილეს წლევანდელი გეგმები, სამუშაო პროცესი, ნომინაციები, კრიტერიუმები, ფორმატები და კიდევ ერთხელ შეაჯამეს 2018 წლის შედეგები.

„2019 წელს, ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება შემოგთავაზებთ მრავალ საინტერესო სიახლეს, განახლებული ნომინაციებითა და რაც მთავარია, ცერემონიის სრულიად ახალ ფორმატს. ამ ყველაფერთან დაკავშირებით, დეტალური პრეზენტაცია შედგება რიგით მე-4 კონფერენციაზე, რომელიც გაიმართება ივნისში, Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტის ფარგლებში“.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს „Welcome to Georgia”-ში მონაწილეობა 350 ნომინანტმა მიიღო. თითოეული საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიის მიხედვით შეაფასა დაჯილდოების დამოუკიდებელმა ჟიურიმ, რომელიც, ორგანიზატორების თქმით, საერთაშორისო და ადგილობრივი ტურიზმისა და მომსახურეობის ბაზრის პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული.

„შესაფასებელი კატეგორიები თითოეულ ჟიურის წევრს განაწილებული ჰქონდა თავისი პროფესიული საქმიანობის მიხედვით. 2019 წლის, Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მე-5 საიუბილეო ცერემონია იქნება კიდევ უფრო გრანდიოზული, მასშტაბური, საინტერესო და, რაც მთვარია, შედეგიანი თითოეული მონაწილესთვის! “

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, პროექტის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს განვითარებას და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.

„პროექტის თანაორგანიზატორები არიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია“ და „საქართველოს ბანკი“. პროექტის ოფიციალური მხარდამჭერები: თბილისის მერია და საპარტნიორო ფონდი. პროექტის გენერალური სპონსორი: „ალიანს ჯგუფი“.  პროექტის დამოუკიდებელი აუდიტორი: „ბიდიო საქართველო“.“

[R] 

განხილვა