14
Jun
2019

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოებისა და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი პრესკონფერენცია

14 Jun 2019

14 ივნისს, “რედისონ ბლუ ივერიაში” ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ფარგლებში, ტურიზმისა და მასპინძლობის პრესკონფერენცია გაიმართა. ღონისძიება, ამავე თემატიკის მე-4 კონფერენციას მიეძღვნა, რომელიც სასტუმრო Radisson-ში, 18 ივნისს ტარდება. მასპინძლებმა, ასევე, პროექტის შედეგები და მე-5, საიუბილეო წლის ცერემონიის ახალი ნომინაციები დაასახელეს.

პრესკონფერენციას ესწრებოდნენ: Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტის დამფუძნებელი მარინა ჩაიკა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი ზურაბ მასურაშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე მედეა ჯანიაშვილი, თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ნინო მაღრაძე, ​BDO-ს პარტნიორი, კორპორაციული ფინანსების მიმართულების ხელმძღვანელი მაია ხაჩიძე და საპარტნიორო ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ნინო ქვარიანი.

პრესკონფერენციაზე, მხარეებმა, საქართველოსთვის “Welcome to Georgia“-ს პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათი თქმით, პროგრამა ხელს უწყობს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას, ამ სფეროს წარმომადგენლების მოტივირებას და ტურისტების რაოდენობის ზრდას.

„ტურიზმის და მასპინძლობის მე-4 კონფერენციას დაესწრება 400-ზე მეტი სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენელი, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტი, ასევე მედიის წარმომადგენლები“.

ღონისძიებაზე, Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტის დამფუძნებელმა მარინა ჩაიკამ 2019 წლის ახალი ნომინაციების ნაწილიც გააჟღერა:

  • The Best Airline Company
  • The Best Outbound Tour Operator
  • The Best Niche Tourism
  • The Best Small Winery Award
  • The Best Weekend Hotel Award
  • The Best Newcomer Hotel
  • H2Otel Water Saving Award;
  • Traveling Responsibility Award;
  • Best Destination Award;
  • Best Traditional Craft Award;
  • Best Rural Tourism Award;

„პროექტი უკვე მეხუთე საიუბილეო წელია იმართება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანა – ორგანიზებით. ოფიციალური მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია და საპარტნიორო ფონდი. უკვე მეოთხე წელია პროექტის თანა – ორგანიზატორია – „საქართველოს ბანკი“. დაჯილდოების დამოუკიდებელი აუდიტორი – „ბიდიო საქართველო“.

[R]

განხილვა