17
Oct
2016

Welcome to Georgia – საქართველოს ბანკმა ტურიზმის დაჯილდოების ფარგლებში ახალი ნომინაცია შექმნა

17 Oct 2016

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება Welcome to Georgia! ეს არის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალი ქართული ტურიზმის ინდუსტრიაში. პროექტის მიზანია, ხელი შუწყოს საქართველოში ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს განვითარებას და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.

Welcome to Georgia! 2016 ტურიზმის მეორე ეროვნული დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიალზე, გამარჯვებულები 19 განსხვავებულ ნომინაციაში გამოვლინდება. ნომინანტები არიან: სასტუმროები; ტურისტული სააგენტოები; ფესტივალები და ღონისძიებები; რესტორნები; ღვინის კომპანიები; მოგზაური ფოტოგრაფები; გასართობი და ბიზნეს ობიექტები; კომპანიები, რომლებიც ფოკუსირებულნი არიან ტურიზმისა და მომსახურეობის სექტორზე.

THE MOST FAST GROWING COMPANY OF THE YEAR IN THE SME SEGMENTპროექტის ოფიციალურმა პარტნიორმა „საქართველოს ბანკმა“ Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ფარგლებში შექმნა ერთ-ერთი ნომინაციაა „წლის ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია მცირე და საშუალო ბიზნესში“.

ზრდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია ბიზნესისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვილი, სწორედ, მცირე და საშუალო სეგმენტის კომპანიებს შეაქვთ. რის გამოც „საქართველოს ბანკმა“ და ტურიზმის ეროვნულმა დაჯილდოებამ Welcome to Georgia! გადაწყვიტა შეექმნა სპეციალური ნომინაცია, რომელიც ხელს შეუწყობს ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში, მცირე და საშუალო სეგმენტის კომპანიების მოტივირებას და წაახალისებს მათ.

ამ ნომინაციაში მონაწილეობის ერთადერთი კრიტერიუმი კომპანიის წლიური ბრუნვაა, რომელიც არ უნდა აღემარტებოდეს 12 მილიონ ლარს და 2016 წელს კომპანიას უნდა ქონდეს მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატებისთვის.

ტურიზმის მეორე ეროვნული დაჯილდოება Welcome to Georgia! 2016 წლის 2 დეკემბერს ჩატარდება, ახლად გახსნილ სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“.

[R]

განხილვა