18
Jan
2016

Welcome to Georgia! National Tourism Awards 2015

18 Jan 2016

საქართველოში, პირველი ეროვნული დაჯილდოების ცერემონია ჩატარდა ფუნიკულორის სარესტორნო კომპლექსში, 2015 წლის 20 ნოემბერს 350-ზე მეტი სტუმარი ეწვია ღონისძიებას.

დაჯილდოების ცერემონია შედგებოდა სამი ნაწილისგან: პირველი ველქამ დრინქი იყო,  სტუმრებს შორის ერთგვარი გაცნობის ეტაპი, შემდგომ უშუალოდ დაჯილდოების ცერემონია, რომელსაც ყველა ელოდა, სადაც გამოვლინდნენ გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში, მესამე და ბოლო ნაწილი კი აფთერ ფართი გახლდათ, სადაც ყველამ ერთად კარგი დრო გაატარა, დააგემოვნა უგემრიელესი კერძები და მოისმინა ცოცხალი მუსიკა.

WELCOME 2პროექტის მთავარი მისიაა, ხელი შეუწყოს ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების ახალ დონეზე გადასვლას და წინსვლას, ეს არის შანსი ტურისტული ბიზნესის, ბრენდების, მიღწევების აღნიშვნა, საქართველოს დადებითი იმიჯის შექმნა მსოფლიო მასშტაბით.
ღონისძიება აერთიანებს ტურისტულ სეგმენტზე ორიენტირებული შემდეგ მიმართულებებს: სასტუმროები, რესტორნები, ღვინის მწარმოებელი კომპანიები,  ტურ-ოპერატორები, ტურისტული კომპანიები, ივენთები და სხვა.

ცერემონიაზე დასახელდა 21  გამარჯვებული კომპანია, შემდეგ ნომინაციებში:

  1. BEST STANDARD ACCOMMODATION AWARD – the winner was Hotel Alpina.
  2. BEST OUTBOUND TOUR OPERATOR AWARD – the winner became Interco Travel Group.
  3. BEST ADVENTURE TOURISM AWARD – and the winner of this category was Rafting.ge.
  4. BEST DELUXE ACCOMMODATION AWARD – congratulation to Hilton Batumi.
  5. BEST SKI ACCOMMODATION AWARD – winner -Hotel Carpe Diem.
  6. BEST SEA ACCOMMODATION AWARD – and the winner became Radisson Blu Batumi Hotel.
  7. BEST SPA ACCOMMODATION AWARD – winner was Lopota Lake Resort & Spa.
  8. BEST HOSTED ACCOMMODATION AWARD – and won Envoy Hostel and Tours.
  9. BEST BUSINESS TOURISM AWARD HOTEL – and won Tbilisi Marriott Hotel.
  10. BEST LUXURY ACCOMMODATION AWARD –winner become Radisson Blu Iveria Hotel.
  11. BEST CULTURAL AND HERITAGE TOURISM AWARD – the nomination winner become The Funicular Restaurant Complex.
  12. BEST BUSINESS TOURISM AWARD TRAVEL AGENCY – BTL Georgia.
  13. BEST INCOMING TOUR OPERATOR AWARD – congratulations to CAPITAL GEORGIA TRAVEL.
  14. BEST VISITOR INFORMATION AND SERVICES AWARD – won TravelGIS.
  15. BEST NEW TOURISM DEVELOPMENT AWARD – nomination winner was Adjara Hospitality Group.
  16. BEST TOURISM EDUCATION AND TRAINING AWARD – and the winner of this category become Discover Georgia.
  17. BEST MARKETING CAMPAIGN IN TOURISM WINERIES AWARD – winner become Chateau Mukhrani.
  18. BEST MARKETING CAMPAIGN IN RESTAURANTS AWARD – won Tsiskvili Group.
  19. UNIQUE ACCOMMODATION AWARD – the nomination winner become Rooms Hotels.
  20. BEST DESTINATION MARKETING AWARD – (the finalists) 1) Georgian Tourism Association; 2) Tourism & Reality
  21. BEST FESTIVAL OR EVENT AWARD – (the finalists) 1) International Festival Night Serenades; 2) Tbilisi Summer Set.

Welcome To Geo 1.პროექტის გუნდი ულოცავს გამარჯვებას ყველა ზემოთ აღნიშნულ ფინალისტს და გამარჯვებულს, ასევე მონაწილეებსა და სტუმრებს.

აღსანიშნავია დაჯილდოვების ცერემონიის პარტნიორების მხარდაჭერა, პროექტის გუნდი ძალიან აფასებს მათ გვერდით დგომას: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; თბილისის მერია; ბათუმის მერია; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების განყოფილება, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო; დამოუკიდებელი აუდიტორი – BDO საქართველო;
სპონსორები: Mercedes-Benz Georgia, Julius Meinl, Hidro Dizayn, Yan Air, Inglot, Sam Raan, TV Lux, HRS, Weekend Max Mara, Elements Group, Dessange, Sarajishvili, Tbilisi Marketing, Bagrationi, Kamelia, Savaneti, Event Promotion, DHL, Financial Office, Funicular Restaurant Complex, TAV Georgia, Ardi, Tbilvino, Favorite Style, KMS, UTS.

პროექტის მთავარი ორგანიზატორი გახლავთ უკრაინული კომპანია შპს „ელემენტს გრუპი“, რომელიც უკვე მეორე წელია აქტიურად მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე.

1_1ასევე აღსანიშნავია, რომ პროექტის თანაორგანიზატორია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. ცერემონიის წესებიდან გამომდინარე, ის აბსოლიტურად გამჭირვალედ და სამართლიანად ჩატარდა, ჟიურის წევრებმა შეარჩიეს ფინალისტი კომპანიები, შემდგომ კი დამოუკიდებელმა აუდიტორმა – კომაპნია „ბიდიო“-მ გადაამოწმა შეჯამებული ინფორმაცია.

ეროვნული დაჯილდოვების ორგანიზატორებს დანამდვილებით სჯერათ, რომ პროექტს კარგი მომავალი აქვს საქართველოში და ის ყოველწლიურიც გახდება.2016 წლის ოქტომბერში კი ცერემონია საქართველოს სხვა ქალაქში გაიმართება, რაც ხელს შეუწყობს სხვა რეგიონების განვითარებასაც, მონაწილეთათვის კი ეს არის შესანიშნავი შანსი გადახედონ, გაანალიზონ თავიანთი შემოქმედება და გამოცდილება.

[R]

განხილვა