5
Jul
2016

Welcome to Georgia! National Tourism Awards-ის ნომინანტებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

5 Jul 2016

Welcome to Georgia! National Tourism Awards ეს არის ყოველწლიური ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალი ტურიზმის სფეროში, რომლის თანაორგანიზატორია საქართველოს ეროვნული ტურიზმის ადმინისტარცია. ორგანიზატორებმა უკვე დაიწყეს მზადება მეორე ყოველწლიური ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალისთვის. 15 ივნისიდან 1 სექტემბრამდე ტურიზმის სფეროში მოღვაწე ყველა კომპანიას, მთელი საქართველოს მასშტაბით: სასტუმროებს, რესტორნებს, ღვინის კომპანიებს, ტურისტულ კომპანიებს, ფოტოგრაფებს, გასართობ ობიექტებს და ა.შ. შეუძლიათ დარეგისტრირდნენ Welcome to Georgia! National Tourism Awards-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და გახდნენ ყოველწლიური ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალის ნომინანტები.

Registration Bannerნოემბრის ბოლოს კი გაიმართება Welcome to Georgia! National Tourism Awards-ის ოფიციალური დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც გამოვლინდებიან გამარჯვებულები 18 განსხვავებულ კატეგორიაში:

  1. BEST BUSINESS EVENT VENUE AWARD
  2. BEST MICE TOURISM AWARD
  3. BEST TOURISM RESTAURANTS SERVICES AWARD
  4. BEST TOURISM WINERY AWARD
  5. BEST BOUTIQUE ACCOMMODATION AWARD
  6. BEST STANDARD ACCOMMODATION AWARD
  7. BEST DELUXE ACCOMMODATION AWARD
  8. BEST WELLNESS & SPA RESORT AWARD
  9. BEST SKI ACCOMMODATION AWARD
  10. BEST SEA ACCOMMODATION AWARD
  11. BEST LOW BUDGET ACCOMMODATION AWARD
  12. BEST TOURISM INNOVATION OF THE YEAR AWARD
  13. BEST ENTERTAINMENT VENUE TOURISM AWARD
  14. BEST FESTIVAL OR EVENT AWARD
  15. BEST INCOMING TOUR OPERATOR AWARD
  16. BEST OUTBOUND TOUR OPERATOR AWARD
  17. BEST ADVENTURE TOURISM AWARD
  18. BEST TRAVEL PHOTOGRAPHER

რეგისტრაციის შემდეგ თითოეული ნომინანტი მიიღებს მის პირად ონლაინ კაბინეტზე წვდომის უფლებას, სადაც უნდა შეავსონ კითხვარი და ატვირთონ საჭირო დოკუმენტები, რის საფუძველზეც მოხდება მათი შეფასება ჟიურის მიერ. თითოეული ჟიურის წევრი ინდივიდუალურად შეაფასებს ნომინანტებს. ჟიურის წევრები ნომინანტების შეფასებას დაიწყებენ 19 სექტემბრიდან. ამასთანავე 1 სექტემბრიდან დაიწყება ონლაინ ხმის მიცემა, ნებისმიერ პიროვნებას http://awards-tourism.com ვებ-გვერდის მეშვეობით შეეძლება მისცეს ხმა სასურველ ნომინანტს Welcome to Georgia! National Tourism Awards-ში

Welcome to Geoგამარჯვების შანსი ყველა ნომინანტისთვის თანაბარია. შეფასების პროცესების სამართლიანობას თვალს ადევნებს დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანია BDO Georgia.

დარეგისტრირდით და გახდით საუკეთესო საქართველოს ტურიზმის ბაზარზე. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://cabinet.awards-tourism.com/register

[R]

განხილვა