in

Well, come to Georgia! – როგორ წარდგება საქართველო მადრიდში მასშტაბურ ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე

მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, საქართველომ პოზიციონირება მრავალფეროვან კლიმატურ და ბუნებრივ რესურსებზე, სათავგადასავლო და ეკო ტურიზმზე, ნაკლებად დატვირთულ, ჯერ კიდევ, აღმოუჩენელ ტურისტულ პროდუქტებზე გააკეთა.

19-23 მაისს, ესპანეთში, მადრიდში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე – FITUR 2021-ზე წარდგება, როგორც პარტნიორი ქვეყანა, Meet & Connect-ის მიმართულებით.

2020 წელს დაწყებული COVID-პანდემიის შემდეგ, FITUR გამოფენა ერთ-ერთი პირველია, რომელიც რეალურ, ე.წ. ოფლაინ სივრცეში იმართება. 

პარტნიორობის ფარგლებში, შეიქმნა საგამოფენო სივრცის ბრენდინგი როგორც ბანერების სახით, ასევე ვებპლატფორმების საშუალებით.მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, საქართველომ პოზიციონირება მრავალფეროვან კლიმატურ და ბუნებრივ რესურსებზე, სათავგადასავლო და ეკო ტურიზმზე, ნაკლებად დატვირთულ, ჯერ კიდევ, აღმოუჩენელ ტურისტულ პროდუქტებზე გააკეთა.
ბრენდინგის კონცეფციის შთაგონება საფოსტო ბარათები გახდა – საქართველოს ტურისტული მრავალფეროვნების ამსახველ ფოტომასალაზე დატანილია საფოსტო მარკის ილუსტრაციები და გზავნილი: Well, come to Georgia, რაც ქვეყანაში ტურისტების მოწვევის გარდა, აღიქმება მისალმებადაც – Welcome – კეთილი იყოს თქვენი მობრძანება.
მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, 2021 წელს, 100-მდე ქვეყანა და 5 000 მონაწილეა წარმოდგენილი. 

გამოფენას, 2020 წელს, 111 089 ვიზიტორი ეწვია. ღონისძიებას საერთაშორისო მედიის 7,500-ზე მეტი ჟურნალისტი აშუქებდა.

გამოფენის გახნის ცერემონიას დაესწრნენ: ესპანეთის მეფე-დედოფალი, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი და საქართველოს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის მინისტრი.

მერაბ კოსტავას შრიფტს „ჯეპრა“ და კალიგრაფი დავით მაისურაძე შექმნიან

„ჰოლივუდმა გზა გაგვიხსნა, „ფორსაჟის“ შემდეგ, მათთვის საქართველო არის ქვეყანა, სადაც ნებისმიერი ფილმის გადაღება შეიძლება“ – მიხეილ ხიდურელი