in

ველნეს უძრავი ქონების პოტენციალი ინვესტორებისთვის

2023 წლის მონაცემებით, ველნეს ინდუსტრიის გლობალური წილი 1 ტრილიონ აშშ დოლარს უტოლდება, რომელიც მომავალში მნიშვნელოვნად გაიზრდება. იმავდროულად, ველნეს ტურიზმი ყოველწლიურად მილიონობით სამუშაო ადგილს უზრუნველყოფს და მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ გენერატორს წარმოადგენს.

მზარდი პერსპექტივებიდან გამომდინარე, ველნესის, ტურიზმისა და ყველაზე მომგებიანი უძრავი ქონების ტიპის გაერთიანებით — გამაჯანსაღებელი საინვესტიციო კომპლექსები ინდუსტრიის ყველაზე მაღალშემოსავლიან, დომინანტ მიმართულებად ითვლება.

არსებული ტენდენციები მოწმობს, რომ უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ პირთა სულ უფრო დიდი ნაწილი უპირატესობას მაღალსეგმენტურ, ველნეს მომსახურებებითა და ინფრასტრუქტურით ფორმირებულ მულტიფუნქციურ პროექტებს ანიჭებს.

დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ ველნეს უძრავი ქონების მნიშვნელობაზე, მის პოტენციალსა და საინვესტიციო მიმზიდველობაზე.

რა არის ველნეს უძრავი ქონება?

ველნეს უძრავი ქონება, იგივე Wellness (Lifestyle) Real Estate – უძრავი ქონების ტიპია, რომელიც ორიენტირდება:

  • ჯანსაღი ცხოვრების სტილის მხარდაჭერაზე — ჯანსაღი კვება, აქტიური ცხოვრების სტილი, მენტალური/ფსიქოლოგიური კეთილდღეობა, რეზიდენტის ჰოლისტური ჯანმრთელობა.
  • გარე ფაქტორების მინიმალიზებაზე — სტრესისა და ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედების შემცირება, ძილის ხარისხის გაუმჯობესება.

გარდა იმისა, რომ ველნესზე ორიენტირებული უძრავი ქონება გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურისა და მომსახურების მრავალფეროვან მიმართულებებს აერთიანებს, მნიშვნელოვანია მისი საინვესტიციო პერსპექტივების განხილვაც.

ფაქტორები, რომლებიც ველნეს კომპლექსთა საინვესტიციო მიმზიდველობას განაპირობებენ

სულ უფრო მეტი სამშენებლო-დეველოპერული კომპანია ახორციელებს მულტიფუნქციური ველნეს პროექტების მშენებლობას – სადაც ინვესტორს შენობიდან გაუსვლელად კომპლექსის გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურით, ველნეს კომპონენტებით, სერვისებით, მომსახურებით სარგებლობა და ველნესის ყოველდღიურობად ქცევა შეუძლია:

  • 4-სეზონურობა  გამაჯანსაღებელი კომპლექსებით სარგებლობა წლის ნებისმიერ მონაკვეთში არის შესაძლებელი. შესაბამისად, მათი დატვირთულობა 4-სეზონურად არის უზრუნველყოფილი.
  • მაღალშემოსავლიანი მომხმარებელთა სეგმენტი  ველნეს ტურისტები და ინვესტორები ყველაზე მსყიდველუნარიან მომხმარებლებად ითვლებიან ბაზარზე. ველნეს ტურისტები მოგზაურობისას 130%-ით მეტს ხარჯავენ, სტანდარტულ მოგზაურთან შედარებით.
  • ინდუსტრიის მზარდი პერსპექტივები —ველნეს ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურად მზარდი მიმართულებაა. მოსალოდნელია, რომ ველნეს უძრავი ქონების გლობალური წილი 2027 წლისთვის 890 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზრდება.
  • ღირებულების ზრდის მაღალი მაჩვენებელი  იმისდა მიუხედავად, რომ ველნეს უძრავი ქონების ღირებულება სტანდარტულ უძრავ ქონებას საშუალოდ 10%-25%-ით აღემატება, მისი რეალიზების მაჩვენებლები სტაბილურად მზარდია. 
  • საერთაშორისო სტანდარტის მომსახურება & ბრენდები — უმეტესწილად ველნეს კომპლექსები საერთაშორისო ბრენდებთან კოლაბორაციითაა ფორმირებული (როგორიცაა Hilton, Marriott, Hyatt, Radisson), რაც უზრუნველყოფს უმაღლესი სტანდარტის მომსახურებასა და სტუმარმასპინძლობის გამოცდილებას.

საქართველოს ველნეს პოტენციალი

საქართველო 103 ოფიციალურ და 1000-ზე მეტ არაოფიციალურ საკურორტო ზონას – ზღვის, მთის, პელოიდურ, შერეული ტიპის კურორტს აერთიანებს და მდიდარია როგორც ჰიდრომინერალური, ისე პელოიდური რესურსითაც. 

საქართველო ისტორიულ-გეოგრაფიულად მსოფლიო რუკის მნიშვნელოვანი საკურორტო ქვეყანაა, რომლის ერთ-ერთ ძირითად განმაპირობებელ ფაქტორსაც ქვეყნის კლიმატურ-ბალნეოლოგიური მახასიათებლები წარმოადგენს.

შავი ზღვის მოსაზღვრეობითა და გეოგრაფიული მდებარეობის უპირატესობით, საქართველო იმ მოწინავე ქვეყნებს შორისაა, რომელსაც მოგზაურები ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და მრავალგვარი ველნეს თერაპიებისა თუ პროცედურების ჩასატარებლად სტუმრობდნენ.

შეჯამება

ველნეს უძრავი ქონება დინამიკური ზრდადობით, მსყიდველუნარიანი მომხმარებელთა ჯგუფით, 4-სეზონური დატვირთულობითა და უმაღლესი სტანდარტის სტუმარმასპინძლობის გამოცდილებით, ინდუსტრიის ყველაზე შემოსავლიანი სეგმენტია.

სულ უფრო მეტი საერთაშორისო, თუ ლოკალური ინვესტორი და მოგზაური გამოხატავს ველნეს უძრავი ქონების შეძენის, ან ველნეს დასვენების მოწყობის სურვილს, რაც კიდევ უფრო ამყარებს და აპროვოცირებს მოთხოვნას მსგავსი ტიპის დაწესებულებებზე. 

საინვესტიციო თვალსაზრისით, ველნეს უძრავი ქონების საწყის ეტაპზე შეძენის უპირატესობა უზრუნველყოფს ინდუსტრიის ყველაზე პერსპექტიულ, მაღალშემოსავლიან აქტივში თანამონაწილეობას და სტაბილური შემოსავლის წყაროს ფორმირებას.


რუბრიკა „ინვესტიციების“ წარმდგენია „ალიანს ჯგუფი“ — ინფორმაციას მათი საინვესტიციო პროექტებისა და დამკვიდრებული სტანდარტების შესახებ დეველოპერული კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გაეცნობით.

როგორ მოვემზადოთ გასაუბრების სიტუაციური კითხვებისთვის

G-Star RAW – კიდევ ერთი ახალი ბრენდი დრესაპ ჯგუფისგან