in

წელს იაპონიაში საკურა ბოლო 1200 წლის განმავლობაში ყველაზე ადრე აყვავილდა

ეს, სავარაუდოდ, გლობალურ დათბობას უკავშირდება

ალუბლის ხის ყვავილობა იაპონიაში ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი მოვლენაა… წელს მისი აყვავება ჩვეულზე ადრე, ანუ, 26 მარტს იხილა კიოტოს მოსახლეობამ. ოფიციალური ჩანაწერებით დაფიქსირებული თარიღები გვიჩვენებს, რომ 1200-ზე მეტი ხნის განმავლობაში ეს ყველაზე ნაადრევი ყვავილობაა. სავარაუდოდ, ამაზე დიდი გავლენა აქვს კლიმატის ცვლილებებსაც.

იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით აყვავებული ხეების ოფიციალური ჩანაწერები გამოიყენა, რომლის ფარგლებშიც 1953 წლიდან რიგ “მონიშნულ” ხეებზე ყვავილობის თვალყურისდევნება მიმდინარეობდა. როგორც ირკვევა, წლევანდელი ყვავილობა 10 დღით უსწრებს წინა წლებისას.

თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ისტორიული დოკუმენტები, დღიურები, ლექსები და სხვა საიმპერატორო ჩანაწერები ბევრად ადრეული ხანიდან მოიპოვება. ისინი, დაახლოებით, 800-იანი წლების დასაწყისიდან არის შემორჩენილი. იასუიუკი აონო, ოსაკას პრეფექტურის უნივერსიტეტის გარემოს დაცვის მეცნიერმა ეს ჩანაწერები გააერთიანა და მონაცემთა ბაზაში გაავრცელა. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული მოვლენა კულტურული მნიშვნელობისაა და უკვე საუკუნეებია, სხვადასხვა ფესტივალები თუ წვეულებები იმართება, ისტორიულ დოკუმენტებში ადვილი მოსაძიებელი იყო ყვავილობის ზუსტი თარიღები.

მართალია, აონოს ჩანაწერები სრულყოფილი არ არის, მაგრამ მაინც თვალსაჩინო შედეგს იძლევა. ერთ-ერთი მონაცემი გვიჩვენებს, რომ 1409 წელს ყვავილობის პიკი 27 მარტს დაფიქსირდა. ალბათ, ამაში არაფერია უცნაური… ალუბლის ყვავილი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ტემპერატურის ცვალებადობის მიმართ – ისინი წელიწადში მხოლოდ 2 კვირა ყვავილობენ, მაშინ, როცა მათთვის შესაბამისი ტემპერატურაა. სწორედ ამიტომ, კლიმატურ ცვლილებებს დიდი გავლენა აქვს ყვავილობის დროზე.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი უკიდურესად ნაადრევი ყვავილობა არა მხოლოდ კიოტოში, არამედ მთელი იაპონიის მასშტაბით ფიქსირდება. თანაც, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ვაშინგტონში 1912 წელს დარგული ალუბლის ხეებიც უფრო ადრეული ყვავილობისკენ მიისწრაფვის… “შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს, სავარაუდოდ, გლობალური დათბობის ზემოქმედების გამო ხდება” – აცხადებენ იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს დაკვირვების განყოფილების თანამშრომლები.

DHL სტუდენტებს 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობს

MIT-ს რეზიდენტი Angel ინვესტორი BTU-ში ქართველ ინვესტორებთან შესახვედრად ემზადება