in

წელს SXSW მუსიკალური ფესტივალი ვირტუალური რეალობის ფორმატით ჩატარდა

ეს საუკეთესო გამოცდილებაა მათთვის, ვისაც კინოსა და მუსიკის ინდუსტრია აინტერესებს

Covid-19-ის პანდემიის ერთი წლის თავზე ცხადი ხდება, რომ კინოფესტივალები და ტექნიკური კონფერენციები უფრო მეტად მოიცავს ვირტუალურ რეალობას (VR), ვიდრე ოდესმე. ჩვენ უკვე მრავალი მაგალითი ვიხილეთ, როგორ იყენებენ VR-ს დიდ კომპანიებში, სხვადასხვა ინტერპრეტაციითა და მნიშვნელობით. თუმცა, ალბათ, სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ არც ერთი მათგანი არ არის შერეული რეალობის კომპანია VRrOOm-ის მიერ SXSW-ისა და VRChat-ის შერწყმის მსგავსი…

ვირტუალურ რეალობას შერწყმული SXSW ფესტივალი (South by Southwest) საუკეთესო გამოცდილებაა მათთვის, ვისაც კინოსა და მუსიკის ინდუსტრია აინტერესებს. ეს არის კულტურული მრავალფეროვნება – კინოფესტივალი, მუსიკალური ზეიმი, სამხატვრო შოუ და ტექნოლოგიის დღესასწაული სრულად ვირტუალურ სამყაროში. აქ სასურველ ავატარს ირჩევთ, აწყდებით მნიშვნელოვან კინო სტუდიებს, შეგიძლიათ, გაესაუბროთ საყვარელ კინორეჟისორებს, მოუსმინოთ მუსიკას. ასევე, შესაძლებელია VR სელფის გადაღებაც კი, რაც, როგორც ჩანს, უმეტესობას ძალიან ხიბლავს.

ვირტუალური კინოს ფარგლებში, SXSW-ის დამსწრეები მსოფლიოს მასშტაბით ნიჭიერი პროდიუსერების პროექტებს ნახულობენ. ვირტუალური, დამატებითი და შერეული რეალობის ტექნოლოგიები ახალ გზებს ეძებენ რეალური სამყაროს უკეთ აღსაწერად და იმის განსასაზღვრად, თუ რას გრძნობენ ადამიანები სინამდვილეში.

ერთ-ერთი საინტერესო შოუ, რომელსაც აქ ვხვდებით, არის Finding Pandora X, ინტერაქტიული თეატრალური წარმოდგენა, რომელმაც უკვე მოიგო ვენეციის კინოფესტივალის 2020 წლის ჯილდო, საუკეთესო შერეული რეალობის გამოცდილებისთვის. Double Eye Studios-ს მიერ წარმოებული და კირა ბენზინგის რეჟისორობით შექმნილი წარმოდგენა ბერძნული ქოროს წევრად გაქცევთ. თქვენ ზევსსა და ჰერას გარდაქმნილი, გარდასახული პანდორას ძიებაში უნდა დაეხმაროთ. რადგანაც აქ ნამდვილი მსახიობები მონაწილეობენ, გამოცდილება კიდევ უფრო მეტად დახვეწილი და შესანიშნავია.

მართლაც სასიამოვნოა საკუთარი მისაღები ოთახიდან ფილმის პრემიერაზე დასწრება, რეჟისორებთან გასაუბრება და ზოგადად კინოსამყაროში გასეირნება და ყველას იმედი აქვს, რომ ეს ძირითადი კონფერენციები დისტანციურ შესაძლებლობებს სრულად გამოიყენებს. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ბევრს არ შეუძლია უბრალოდ ერთი კვირის განმავლობაში ოსტინში დარჩენა, ქალაქიდან ქალაქში გადასვლა და მოგზაურობა… ასე კი ყველას თითქმის თანაბარი შესაძლებლობა ეძლევა.

და მაინც… მიუხედავად ყველაფრისა, ალბათ, ყველა იმედოვნებს, რომ მომავალი წლისთვის SXSW-ს “სიცოცხლის აღდგენას” ვიხილავთ, სადაც დარბაზები კვლავ აივსება ხალხით და ყველაფერი უფრო ხელშესახები გახდება.

WEEKSy – თქვენი კომპანიის სპეციფიკაზე მორგებული სამუშაო საათების აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემა

„ალიზი“ – „პირველი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც სამეზობლოს აშენებს“