in

რეგიონში ექსკლუზიური სერვისების მომწოდებელი აპლიკაცია, Wempler, საქართველოს ბაზარზე გაეშვა

Wempler არის სტარტაპი, რომლის აპლიკაცია საქართველოს ბაზარზე სულ რამდენიმე კვირაა, რაც გამოჩნდა. აპლიკაციით შესაძლებელია ნებისმიერი ერთჯერადი დავალების დელეგირება.
მომხმარებლები, რომლებსაც სერვისის მიღება ესაჭიროებათ, პოულობენ სასურველ დამხმარეს სხვადასხვა კატეგორიაში, სთავაზობენ მას ფასს და თანხმდებიან, შედეგად კი Wempler მათ ბაზარზე არსებულ საუკეთესო სერვისთან ან პროფესიონალთან აკავშირებს.

მეორე მხრივ, სერვისის მიმწოდებლებს საშუალება აქვთ, მიიღონ შეკვეთები მათთვის სასურველ სფეროში და გამოიმუშაონ თანხა თავიანთი უნარებისა და დროის ხარჯზე. Wempler-ის აპლიკაციას 50-ზე მეტი კატეგორია აქვს (ძაღლის გასეირნება, მებაღეობა, მანქანის გარეცხვა, სარეცხის გაფენა და სხვა).

Wempler-ის დამფუძნებელი 22 წლის ალექსანდრე თავხელიძეა, რომელიც ფართო საზოგადოებამ შარქ თენქში მონაწილეობის შემდეგ გაიცნო:

რატომ არის უნიკალური სტარტაპი Wempler ქართული ბაზრისთვის?

სტარტაპის უნიკალურობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. პირველი, ეს არის მთლიანად აპლიკაციის კონცეფცია: Wempler-ზე შეგიძლია ნებისმიერი ერთჯერადი საქმის გადაბარება სხვაზე. ასევე ჩვენი უნიკალურობა პროცესშია, Wempler-ის დავალების დელეგირების პროცესს ანალოგი არც ლოკალურად და არც გლობალურად არ აქვს.

რომელი კატეგორია არის დღეს ყველაზე მოთხოვნადი?

ყველაზე მოთხოვნადი დღეს თავისუფალი კატეგორიაა, რაც გულისხმობს ისეთ დავალებებს, როგორიცაა რიგში დგომა, ამანათის გამოტანა და ა.შ.

მოითხოვდა ბაზარი Wempler-ის მსგავს აპლიკაციას? რა იყო ამ იდეის საწყისი?

იდეა გაჩნდა პირადი საჭიროებიდან, მაშინ როდესაც მე პირადად დამჭირდა დახმარება სარემონტო მასალების ყიდვაში და ამისთვის დრო არ მქონდა, როდესაც ვეცადე დამხმარეს მოძიება, ვერაფერი ვნახე. მხოლოდ ფეისბუკ ჯგუფებს მივაგენი, სადაც ჯამში 500 000 ადამიანი სასურველი დამხმარეს პოვნას ან სხვის დახმარებას ითხოვდა, ეს Wempler-ის შექმნის დამატებითი მოტივატორი გახდა.

როგორ ფიქრობ, რამდენად მნიშვნელოვანია P2P პლატფორმების არსებობა დღეს და რაში ეხმარებათ ისინი ადამიანებს?

პირველ რიგში, ყველაზე მთავარი ღირებულება, რაც Wempler-ს აქვს, არის დროის დაზოგვა, დრო, რომელიც ყოველთვის ცოტა გვაქვს და რომელიც ყველაზე ძვირფასია. Wempler მომხმარებლებს საშულებას აძლევს, მოახდინონ მათი ყველანაირი უნარის კაპიტალიზაცია, დასაქმდნენ და ჰქონდეთ დამატებითი შემოსავლის წყარო საკუთარი გრაფიკით.

შენი აზრით მალე აუწყო ფეხი ქართულმა ბაზარმა Wempler-ს?

ვფიქრობ, ხალხმა კარგად და სწრაფად მოახდინა Wempler-ის კონცეფციასთან დაახლოება. Wempler-ის მთავარი საყრდენი არის GIG ეკონომიკა და სერვისის გაზიარების კულტურა, რომელიც კარგა ხანია უკვე წარმატებითაა გამოცდილი სხვა დიდ ქვეყნებში, როგორიცაა ამერიკა, და დღეს, Wempler-ის მეშვეობით, საქართველო და მალე ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანა გაიცნობს ამ კულტურას.

რომელ ქალაქებში არის Wempler-ის აპლიკაცია და აპირებთ თუ არა გაფართოებას?

დღეს Wempler მხოლოდ თბილისში ოპერირებს, შემდეგი ნაბიჯები საქართველოში გაფართოებაა. ამის შემდეგ კი უკვე რეგიონში, პირველი ქვეყანა კი უზბეკეთი იქნება.

[პარტნიორის კონტენტი]

RPA — რობოტული პროცესების ავტომატიზაცია

ქართველი მხატვარი, რომელიც კრისტიან დიორისთვის ესკიზებს ქმნიდა – საქართველოს ბანკი კულტურული პროექტების მხარდამჭერია