in

ქართულმა კომპანია Wempler-მა 330 000 დოლარის დაფინანსება მიიღო!

ჩეხური კომპანია Presto Ventures, რომელიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ამბიციურ სტარტაპებს აფინანასებს, ქართული კომპანია Wempler-ით დაინტერესდა და იგი 330 000 დოლარით დააფინანსა! ამ საკითხზე კი მარკეტერი ალექსანდრე თავხელიძეს გაესაუბრა, რომელმაც Wempler, გიორგი ჯავახიძესა და დავით ბერძენიშვილთან ერთად, დააარსა.

დავხურეთ pre-seed რაუნდი 330 000 დოლარის ოდენობით, რომლის წამყვანი ინვესტორიც Presto Ventures-ია, ჩეხური ვენჩურული კაპიტალი. ეს ინვესტიცია დიდწილად მოხმარდება პროექტის განვითარებას. იქიდან გამომდინარე, რომ პროდუქტი უკვე არსებობს, მის გაუმჯობესებასა და მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებას. ასევე, გვინდა, დავიწყოთ, სხვა ბაზრების კვლევა და მომზადება გაფართოებისთვის.

M: რას სთავაზობს Wampler მომხმარებელს?

Wampler პლატფორმაა, სადაც ნებისმიერი Agile დავალების დელეგირება შეგიძლიათ, როგორიცაა მანქანის გარეცხვა, ადამიანის გაგზავნა რაღაც ნივთის შესაძენად და სხვა ნებისმიერი ერთჯერადი დავალება. Wampler-ს აქვს აპლიკაცია და ვებგვერდი, საიდანაც შეგიძლიათ ხმოვანი ან უბრალოდ ტექსტური შეტყობინებით დააფიქსიროთ თქვენი მოთხოვნა. ამის შემდეგ, იგი შემოგთავაზებთ სერვისის მომწოდებლების რამდენიმე ვარიანტს, რასაც მომხმარებელი უკვე ფასისა და რეიტინგის მეშვეობით აფასებს და სასურველ შეთავაზებას იღებს, რის შემდეგაც დავალება დელეგირებულია.

M: როგორ შეძელით დაფინანსების მოპოვება?

ჩვენ შემთხვევაში ცოტა რთული პროცესი იყო, ეს რაუნდი დაახლოებით ნახევარი წელი გაგრძელდა, ანუ ნახევარი წელი დაგვჭირდა იმისათვის, რომ სასურველი თანხა შეგვეგროვებინა. ბევრ ინვესტორთან ვიყავით, ალბათ, 80%-ისგან უარი მივიღეთ. ჩემი აზრით და ჩვენი გამოცდილებით, ყველაზე დიდი ყურადღება ექცევა გუნდს, რომელიც ქმნის პროდუქტს თუ სერვისს. მეორე მხრივ, არის შედეგი და მომხმარებლისგან უკუკავშირი, ანუ მოსწონს თუ არა ეს მომხმარებელს, თუ კი, რამდენად მოსწონს… არის რაღაც კონკრეტული ციფრებიც, მაგალითისთვის მომხმარებლების ის რაოდენობა, რომლებიც პირველი შეკვეთის შემდეგ ბრუნდებიან და სხვა. ეს ძირითადი ფაქტორები იყო, რომლებმაც გადაწყვიტა ჩვენი ბედი და მოგვაპოვებინა 330 000 დოლარის ოდენობის ინვესტიცია. 

 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი

როგორ მუშაობს დივერსიფიკაცია და რატომ გჭირდებათ ის?

FDA-ის დამტკიცებული წამალი ინსულინს 48 საათში აწარმოებს!