in

“ვენდის” ნაყინით, ქართული კომპანია “თოლია” მოამარაგებს

ამერიკული რესტორნების ქსელი ,,ვენდი“  მომხმარებლებს  ,,თოლიას“  მიერ  ,,ვენდის“  უნიკალური რეცეპტით დამზადებულ  ნაყინს და ნაყინის დესერტებს სთავაზობს.

BOG
BOG

,,ვენდიმ“ ,,მეტი ქართული პროდუქტის“   ინიციატივის ფარგლებში  იმპორტი სრულად ჩაანაცვლა ქართული და სრულიად უსაფრთხო პროდუქტებით.  ვენდიმ ნაყინით მომარაგება,   ქართულ კომპანია „თოლიას“ ანდო.

„თოლია“ 1997 წლიდან მოქმედებს ქართულ ბაზარზე, ყველასთვის საყვარელ, ხარისხიან და გემრიელ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს და სწორედ ესაა, ამ ორი წარმატებული კომპანიის თანამშრომლობის მიზეზი.

ეს ამბავი განსაკუთრებით სასიხარულოა ნაყინისა და დესერტების მოყვარულებისთვის.

„ვენდის“ რესტორნები გემრიელი დესერტების მოყვარულებს „თოლიას“ ნაყინით მომზადებულ 15-ზე მეტ სხვადასხვა პროდუქტს სთვაზობს, კერძოდ კი ვანილის ნაყინს შოკოლადის, კარამელის, მარწყვის, კენკრის, ”ემ ენდ ემსის” და ”ორეოს” დანამატებით; ასევე მარწვისა და ბანანის ფრაპეს, შოკოლადის, კარამელისა და მარწყვის შეიკებს და სხვა.

[R]

„კნიკი“ – ჭკვიანი ბეჭედი ქართულ ბაზარზე – ქართველი სტუდენტების ინოვაციური სტარტაპი

Vici • ვიცი 2017 წლის აპრილის საუკეთესო მობილურ აპლიკაციად დასახელდა