Wendy’s®, ლეგენდარული ამერიკული სწრაფი კვების რესტორნების ბრენდი, საქართველოში ქსელის განვითარებას განაგრძობს და დედაქალაქის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე, მორიგ ფლაგმან ობიექტს ხსნის. ახალი რესტორანი გამოირჩევა უნიკალური დიზაინის კონცეფციით, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის თბილისის არქიტექტურულ მემკვიდრეობასა და თანამედროვე ურბანულ გარემოს.
Wendy’s®-ის ახალ რესტორანთან ერთად განთავსებულია Dunkin’-ისა და Subway-ის რესტორნებიც, რაც სტუმრებს ერთ სივრცეში სთავაზობს უგემრიელესი ამერიკული მენიუების ყველაზე დიდ არჩევანს.

Wendy’s®-ის განახლებული საფასო პოლიტიკა ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის გაუყინავი ხორცისგან, ცოცხალი ბოსტნეულისგან და მცენარეული ხორცისგან დამზადებულ „ყველაზე მაგარ ბურგერებს“. განახლებული მობილური აპლიკაცია კი, რომელიც Wendy’s®-თან ერთად, Dunkin’-ისა და Subway-ის მომხმარებლებს სასიამოვნო გამოცდილებას, ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და წინასწარი შეკვეთის მარტივ სისტემას სთავაზობს, ლოიალურ მომხმარებელთა რიცხვს დღითი დღე ზრდის.
„ვისოლ ჯგუფი საქართველოში ამერიკული კულტურის გავრცელებასა და დამკვიდრებაზე 2013 წლიდან ზრუნავს. დღეს Wendy’s® საქართველო ქსელისა და გაყიდვების ზრდის ტემპით ლიდერია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ საერთაშორისო მასშტაბით. Wendy’s®, Dunkin’-ისა და Subway-ის ლეგენდარული ბრენდების ქვეშ გაერთიანებული 130-ამდე რესტორნით, ვისოლ ჯგუფი ქვეყნის სარესტორნო ინდუსტრიის უმსხვილესი მოთამაშეა. თავისუფლების მოედანზე გახსნილი ახალი რესტორანი მხოლოდ თავშეყრისა და კვების სივრცე კი არ არის — ეს არის Wendy’s®-ის ღირებულებების ზეიმი და თბილისის თანამედროვე ცხოვრების სტილის ნათელი ანარეკლი“, — განაცხადა „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

გახსნის საზეიმო ღონისძიებას Wendy’s®-ის საერთაშორისო დელეგაციის წევრები: APMEA და ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტი კრის კონვეი და საერთაშორისო მარკეტინგის მენეჯერი სოფო ჩოგოვაძე დაესწრნენ.
ახალი რესტორნის გახსნის ცერემონიალზე Wendy’s®-ის საქართველოს რესტორნების 2025 წლის საუკეთესო მენეჯერებიც გამოავლინეს. ცენტრალური ავტომაგისტრალის არგვეთისა და თერჯოლის მონაკვეთზე, დასვენებისა და მომსახურების კომპლექსებში განთავსებული Wendy’s®-ის რესტორნების მენეჯერები — თამარ თორაძე და ბესიკ კალანდაძე მომხმარებლის კმაყოფილების მაღალი დონის, სწრაფი მომსახურების, გუნდის მართვის გამორჩეული უნარების, საკვების ხარისხისა და უსაფრთხოების, ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვისა და მომხმარებლის გამორჩეული ლოიალობისთვის დააჯილდოვეს. გამარჯვებული მენეჯერები დუბაიში დაგეგმილ Wendy’s®-ის საერთაშორისო კონვენციას დაესწრებიან.
საქართველოში ახალი ობიექტის გახსნასთან და ადგილობრივ ბაზარზე ვენდისის ოპერირებასთან დაკავშირებით კომენტარების გაკეთება კრის კონვეის ვთხოვეთ.
როგორ შეაფასებთ Wendy’s®-ის ოპერირებას საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში?
Wendy’s® Georgia მსოფლიოში ცნობილია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ოპერატორი. აქ ოპერაციები უმაღლესი სტანდარტებით ხორციელდება, რაც უშუალოდ ჩვენი ქართველი პარტნიორების ენთუზიაზმისა და თავდადების დამსახურებაა.
ყველაფერი, რაც Wendy’s® Georgia-ს გამოარჩევს, მჭიდროდ არის დაკავშირებული ადგილობრივ რეალობასთან — დაწყებული პროდუქტებით, დასრულებული ციფრული გამოცდილებითა და გუნდის წევრებით. ეს მიდგომა კი აშკარად აისახება როგორც მომხმარებელთა კმაყოფილებაზე, ისე საოპერაციო მაჩვენებლებზე.
როგორი იყო თქვენი მოლოდინი ქართულ ბაზარზე შემოსვლისას და რამდენად შეესაბამება მას დღევანდელი შედეგები?
საქართველოში ოპერირება 2013 წელს დავიწყეთ. ახალი ბაზარზე შესვლას ყოველთვის თან ახლავს მაღალი მოლოდინები და ბუნებრივი შიშიც — იმუშავებს თუ არა ეს ყველაფერი? დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოლოდინებს ნამდვილად გადავაჭარბეთ. აქ უკვე 21 ფილიალი გვაქვს, რაც ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, მართლაც შთამბეჭდავი მაჩვენებელია.
საგულისხმოა, რომ საქართველო მუდმივად ლიდერობს როგორც გაყიდვების, ისე მომხმარებელთა კმაყოფილების თვალსაზრისით — ამისთვის კი უპირველესად ჩვენი ქართველი პარტნიორების პროფესიონალიზმსა და თავდადებას უნდა ვუმადლოდეთ.
რას ნიშნავს თქვენთვის ახალი ფილიალის გახსნა თბილისში? ეს უფრო სტრატეგიული გაფართოებაა თუ პასუხი ადგილობრივ მოთხოვნაზე?
ვფიქრობ, ორივე. ძალიან გვიხარია, რომ დღეს საქართველოში Wendy’s®-ის 21-ე ფილიალი გავხსენით და გვჯერა, რომ ადგილობრივ ბაზარზე კვლავ არსებობს ზრდის რეალური პოტენციალი. მოთხოვნა თვალნათელია — ამის საუკეთესო დასტურია ჩვენი ახალი რესტორანი, რომელიც უკვე სავსეა მომხმარებლებით. საუკეთესო დრო ჯერ კიდევ წინ გვაქვს, თუმცა ამ ეტაპზე ნამდვილად გვაქვს საფუძველი, რომ უკვე მიღწეული შედეგით ვიამაყოთ.

როგორ ფიქრობთ, რატომ გახდა Wendy’s® ასეთი პოპულარული საქართველოში?
Wendy’s® Georgia მტკიცედ ეყრდნობა დამფუძნებლების თავდადებასა და ენერგიას. როცა ამას ვამბობ, ვგულისხმობ, რომ ჩვენს ქართველ პარტნიორებს ნამდვილად უყვართ როგორც თავიანთი საქმე, ისე თავად ბრენდი — და სწორედ ეს არის ამ ბაზარზე ჩვენი წარმატების მთავარი „საიდუმლო ინგრედიენტი“. ვამაყობთ, რომ გვყავს შესანიშნავი პარტნიორები, რომლებთან თანამშრომლობაც გვაინტერესებს. ჩვენ ერთმანეთის შეხედულებებს პატივისცემით ვეკიდებით და ვართ გუნდი, რომელსაც გააჩნია ერთი მკაფიო მიზანი — მეტი ვენდისი, მეტი ადამიანისთვის.
აქვს თუ არა კომპანიას კონკრეტული გეგმები საქართველოში კიდევ უფრო გაფართოების ან ახალი ინიციატივების დანერგვის თვალსაზრისით?
დიახ, უახლოეს მომავალში ნამდვილად გვაქვს განვითარების კონკრეტული გეგმები. როგორც უკვე აღვნიშნე, მიუხედავად იმისა, რომ ბაზარი გარკვეულწილად უკვე გაჯერებულია, ჩვენი აზრით, საქართველოში ზრდის პოტენციალი ჯერ კიდევ დიდია — ეს არ შემოიფარგლება მხოლოდ ახალი ფილიალების რაოდენობით. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობასთან უფრო მჭიდრო კავშირის დამყარება ციფრული გამოცდილების, აპლიკაციისა და თანამედროვე სერვისების მეშვეობით. ასევე, აქტიურად ვმუშაობთ მენიუს განვითარებაზე, რათა ადგილობრივ საჭიროებებს კიდევ უფრო უკეთ შევუსაბამოთ ჩვენი შეთავაზებები.
ჩვენ მივისწრაფვით იმისკენ, რომ ქართველი ხალხისთვის ნომერ პირველი სარესტორნო ბრენდი ვიყოთ. შეგნებულად არ ვახსენებ „სწრაფ კვებას“, რადგან ვენდისი ამაზე ბევრად მეტია. ეს არის მაღალი ხარისხის სერვისზე ორიენტირებული რესტორანი და ჩვენ სწორედ ამ იდეას ვუჭერთ მხარს.

ახალი ფილიალის გახსნის შემდეგ კომენტარი ასევე გააკეთა გივი გვეტაძემ — Wendy’s®-ის, Subway-ისა და Dunkin’-ის აღმასრულებელმა დირექტორმა:
„ჩვენი 21-ე ფილიალი გავხსენით გამორჩეულ ადგილას, თავისუფლების მოედანზე და აღსანიშნავია ისიც, რომ ლოკაციასთან ერთად, დიზაინიც განსაკუთრებულია — ძველი თბილისის მოტივებით ინსპირირებული. საგულისხმოა, რომ მსგავსი სტილის რესტორანი არასოდეს გვქონია და, ვფიქრობ, ეს რაღაც ახლის დასაწყისია.
გარდა ამისა, დღეს კიდევ ერთი აღსანიშნავი ფაქტი დაფიქსირდა — გამოვავლინეთ ორი საუკეთესო რესტორნის მენეჯერი. ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ერთ წელს ერთი ქვეყნიდან ერთდროულად ორმა მენეჯერმა მიიღო ჯილდო. შესაბამისად, ეს დღე კიდევ უფრო დასამახსოვრებელი გახდა”.
„ვისოლ ჯგუფმა“ Wendy’s®-ის ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება საქართველოში 2013 წელს დაიწყო. 2025 წლის ბოლომდე Wendy’s® საქართველოს მასშტაბით კიდევ რამდენიმე ახალ რესტორანს გახსნის. საქართველო 2023 წლის საუკეთესო ბაზრად აღიარეს ვაშინგტონში გამართულ Wendy’s®-ის საერთაშორისო კონვენციაზე, რომელსაც კომპანიის აშშ-სა და 30 სხვა ქვეყნის ფრანშიზების 2000-ამდე წარმომადგენელი ესწრებოდა. შესაბამისად, რესტორნების ქსელის დინამიკური განვითარებით, გაყიდვების რეკორდული ზრდით, სტუმრების ნაკადის მნიშვნელოვანი მატებით, სწრაფი მომსახურებითა და სურსათის უსაფრთხოების უახლესი სტანდარტებით, საქართველოს Wendy’s® გამორჩეული ფრანშიზაა ლეგენდარული ამერიკული ბრენდის მთელ სისტემაში.
[R]













