„ვენდის“ ქართულმა რესტორანმა, საერთაშორისო „ვენდისგან“ ხუთწლიანი წარმატებული ბიზნესსაქმიანობისთვის, სპეციალური ჯილდო მიიღო. 7 ნოემბერს გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე „ვენდის“ ქართული რესტორნების ქსელის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი მშვილდაძემ აღნიშნა, რომ ამგვარი საერთაშორისო აღიარება „ვენდის“ ქართულ რესტორნების ქსელს სწრაფი განვითარების ტემპის, მზარდი გაყიდვების, სტუმრების ნაკადის დინამიური ზრდისა და მომხმარებლის ცნობიერებაში გემოვნური თვისებებით გამორჩეული საკვების გამო ერგო.
ცერემონიალი 26 მაისის მოედანზე მდებარე „ვენდის“ რესტორანში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ეს ობიექტი მსოფლიოში ყველაზე დიდი „ვენდის“ რესტორანია. ღონისძიებას ესწრებოდა „ვენდის“ საერთაშორისო ვიცე-პრეზიდენტი ჯონ პეინი, რომელმაც ხაზი გაუსვა „ვენდის“ ქართული რესტორნების ხუთწლიან წარმატებულ მოღვაწეობას. ასევე, პროდუქციასა თუ მომსახურებასთან დაკავშირებულ დეტალებს, რომლებიც ქართულ „ვენდისს“ სხვა ქვეყნების ფილიალებისგან გამოარჩევს:
საქართველოში ვიყავი 2013 წლის სექტემბერში, პირველი „ვენდისის“ გახსნისას. ეს იყო მომენტი, როცა ბევრი ადამიანი პირველად სინჯავდა ჩვენს საკვებს. ამ ხუთი წლის განმავლობაში, ადამიანებმა შეძლეს ესიამოვნათ „ვენდისის“ საკვებით და ჩვენ შევძელით, თბილისის გარდა გორში, ქუთაისსა და ბათუმში გაგვეხსნა ფილიალები. ვფიქრობ, ამ წარმატების ერთ-ერთი მიზეზი განსხვავებული ხედვაა. ხარისხი ჩვენი რეცეპტია და გვჯერა ამ ხარისხის საქართველოში, სადაც, ჩვენი საკვების დასამზადებლად ვიყენებთ ადგილობრივ პროდუქტებს, როგორიცაა ხორცი, პური და ა.შ. თუმცა, ეს მხოლოდ საკვების ხარისხი არ არის, ეს არის რესტორნის ხარისხიც, რომელიც ამდენად სასიამოვნო სივრცეა სტუმრობისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის მომსახურე პერსონალი, ადამიანები, რომლებიც ქმნიან ვენდის განსაკუთრებულობას. ქართველი ხალხი ცნობილია სტუმართმოყვარეობით, რაც ქართულ „ვენდისზეც“ აისახება. ვფიქრობ, რომ საუკეთესო ხარისხის საკვები, ლამაზი რესტორანი და ქართული სტუმართმოყვარეობა არის ის კომბინაცია, რომელიც საქართველოში „ვენდისის“ უმაღლეს ხარისხსა და სასიამოვნო გარემოს ქმნის“.
ეს იყო ხუთი წელი, სავსე ინოვაციებით, განვითარებით, სიახლეებით, გამოცდილების შეძენით. ამის საფუძველზეც, ჩვენ შევძელით, რომ ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს ადგილობრივ პროდუქციას, რომელიც ყოველდღიურად ახალია და ეს აუციელბლად განაპირობებს მაღალ გემოვნურ თვისებებს. ვთავაზობთ სიახლეებს, რომლებიც მხოლოდ საქართველოშია. გვიხარია, რომ ჩვენი ხუთწლიანი შრომა ასე დაფასდა და ვფიქრობთ, რომ შემდეგი წლებიც ენთუზიაზმითა და ინოვაციით სავსე იქნება“, – განაცხადა „ვენდის“ ქართული რესტორნების ქსელის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი მშვილდაძემ.
ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ „ვენდის“ ქართული რესტორნების ქსელის 2018 წლის საუკეთესო თანამშრომლები.
[R]