22
May
2019

როდესაც გშივდება, ფილარმონიაც საჭმელად გეჩვენება!

22 May 2019

„რამე გემრიელს ხომ არ შეჭამდი?“ – „ვენდის“ ახალი კამპანიის მთავარი გზავნილია, რომელიც სააგენტო Watergunz-თან თანამშრომლობით შეიქმნა. კამპანიის საწყის ეტაპზე საკომუნიკაციო სტრატეგია განისაზღვრა, სხვადასხვა ძირითადი მიმართულება და ყველაზე რელევანტური საკომუნიკაციო მედიუმები შეირჩა.

ვენდის პროდუქცია, ადგილობრივად, ქართული ინგრედიენტებით მზადდება, შესაბამისად, განსაკუთრებული გემოთი გამოირჩევა. სწორედ ამ მესიჯის კომუნიკაცია იყო ჩვენი მთავარი მიზანი, როდესაც კამპანიაზე დავიწყეთ მუშაობა. ყველა ინგრედიენტი, რომელსაც ვიყენებთ ბურგერების, ნაყინისა თუ პიცის მოსამზადებლად, უმაღლესი ხარისხის არის, რაც რეალურად ქმნის გემრიელ, უნიკალურ გემოს, – ელენკა კოხრეიძე, ვენდის მარკეტინგის ხელმძღვანელი.

 

 

ელენე გუგუშვილი, მარიამ მიქელაშვილი, Watergunz-ის სტრატეგები: გლობალურად, ვენდის გრძელვადიანი ხარისხის კამპანია აქვს, რომელიც ჩაშვებულია ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ბრენდი არის წარმოდგენილი. რეალურად, ბაზრები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან და განსხვავებულია კომუნიკაციის სტილიც. საერთოა მთავარი – რომ ვენდისში „ხარისხი ჩვენი რეცეპტია“ და რომ აქ ყოველთვის ძალიან გემრიელად შეჭამ.

ჩვენი დავალება გლობალური ხარისხის კამპანიის ქართულ ბაზარზე ადაპტირება იყო. ხარისხის თემა ჩვენ გემრიელობაში გადმოვთარგმნეთ და ქართული კამპანია იმ ძირითად ინსაითებზე ავაგეთ, რომლებიც ვენდის მომხმარებლებისთვის ყველაზე მეტად სახასიათოა. კამპანიის Big Idea ეფუძნება მარტივ ჭეშმარიტებას, რომ როდესაც გშივდება, ყველაფერი საჭმელად გეჩვენება. მთავარი მესიჯი „რამე გემრიელს შევჭამდი“ კი სწორედ ის ფრაზაა, რომელსაც ყველანი ვამბობთ ხოლმე, როცა გვშია.
ჩვენი მიზანი ვენდის პროდუქციის გემრიელობის ჩვენება იყო, შედეგად კი, ძალიან მადისაღმძვრელი კამპანია მივიღეთ.

 

Credits:

Agency – watergunz
Client – Wendy’s Georgia
Production Company – Enkeny Films
Creative Director – Bacho Meburishvili
Copywriters – Bacho Meburishvili, Toy Rua Toidze
Art Director – Matassi Sulakauri
Graphic Designer – Tekla Baramashvili
CG Artist – Akaki Kapanadze
Account Manager – Tatia Jikia
Strategists – Mariam Mikelashvili, Elene Gugushvili

VFX Creative and Art Direction – Highway VFX/
Set and VFX Supervisors – Levan Lapachi, Luka Jgharkava
Art Direction – Irakli Gharibashvili
Modeling/Texturing – Davit Sakhvadze
Animation – Levan Lapachi
Rendering – Davit Sakhvadze
Compositing – Luka Jgharkava
Director – Dato Borchkhadze
DoP – Goga Devdariani
Producer – Sopho Orjonikidze
Assistant Producer – Beqa Kirtava
Production Designer – Dato Chkoidze
Assistant Production Designer – Zaza Gogorishvili
Costume Designer – Tinatin Shengelia
Camera Crew – Sandro Khutsishvili, Goga Karbelashvili, Koba Pirtskhalava
Dolly – Goga Chanturia, Iura Poghosov, Beqa Kharaishvili, Bidzina Chinchaladze
Focus Puller – Manuchar Elijarashvili
Lighting & Equipment Handling – Mikheil Saganelidze, Alexandre Gujabidze, Bidzina Chkhaidze, Archil Samkharadze, Bidzina Chinchaladze, Shota Khijakadze, Leri Kapanadze
Make-up Artist – Nunuka Khizanishvili
Casting Agency – Endling_official
Location Manager – Eka Khorguashvili
Sound Editor – Tornike Karchkhadze

განხილვა