in

Wendy’s-ის გოგოს თმები გაუჭაღარავდა

Wendy’s ბევრ ექსპერიმენტს ატარებს თავის ლოგოზე. თუმცა მისი უახლესი ტრანსფორმაცია შეიძლება ყველაზე შესამჩნევი იყოს — კაშკაშა წითელი თმები ნაცრისფერი გახდა. ფერის ამ ცვლილებას ლოგიკური მიზეზი აქვს… ბრენდის დამფუძნებლის, დეივ თომასის, ქალიშვილი მელინდა ლუ „ვენდი“ მორსი, რომელიც ლოგოს შთაგონების წყაროა, სექტემბერში 61 წლის ხდება.

ამასთან, ლოგოს ცვლილება ვეტერანი კანადელი ჟურნალისტის, ლიზა ლაფლმის, მხარდაჭერას ემსახურება — იგი დაახლოებით 30 წლის განმავლობაში მუშაობდა Bell Media-ში, ახლა კი მოულოდნელად გაათავისუფლეს. საზოგადოებაში გაჩენილი ეჭვის თანახმად, ეს მის ასაკთან (58) უნდა იყოს კავშირში, რადგან რეპორტიორმა მიიღო გადაწყვეტილება, ჭაღარა თმები აღარ შეეღება. „58 წლის ასაკში მე მაინც მეგონა, რომ მეტი დრო მექნებოდა მეტი ისტორიის მოსაყოლად, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე მოქმედებს“, — თქვა ლაფლამმა.

სოლიდარობის ფარგლებში განხორციელებულ ცვლილებას Wendy’s ასე განმარტავს: „ ვარსკვლავი არის ვარსკვლავი, მიუხედავად თმის ფერისა“ და სპეციალური ჰეშტეგიც კი შექმნა: #LisaLaFlamme.

აზროვნება ციფრულ მარკეტინგში — ყველაზე საჭირო კურსი ამ მიმართულებით

გენდერული თანასწორობის მნიშვნელობა შემოქმედებით ინდუსტრიაში – Ad Black Sea-ს ერთ-ერთი მთავარი თემა