in

Wendy’s დრონებით მიტანის სერვისზე ექსპერიმენტს ატარებს

სწრაფი კვების ქსელი ექსპერიმენტებს სამზარეულოში კი არა, უკვე საჰაერო ფრენებში ატარებს, რათა მომხმარებლებამდე შეკვეთა უფრო სწრაფად მიიტანოს. ამ მიზნით DoorDash-თან და Wing-თან დაიწყო პარტნიორობა, რომლებიც მას ავტონომიურ დრონებს სთავაზობს. ეს დრონები მოკლე მანძილებისთვის გამოდგება. 100 კმ/სთ სიჩქარით შეუძლია გადაადგილება, შესაბამისად, შეკვეთას მისამართზე დროულად მიიტანს…

Wendy’s მიტანის სერვისის ამ ფუტურისტულ მეთოდს კრისტიანბურგში, ვირჯინიაში ტესტავს — საჭმლის გამოძახების მსურველებს DoorDash-ის აპლიკაციაში დრონით მიწოდების ვარიანტის არჩევა შეუძლიათ. ოღონდ აუცილებელია, მათი მისამართი ვენდისის კონკრეტული ფილიალიდან 4 კილომეტრში იყოს. თანაც მნიშვნელოვანია, ადრესატებს სახლთან დრონის დაშვებისთვის შესაფერისი ადგილიც ჰქონდეთ. მიტანის დრო 30 წუთია, თუმცა რადგან სატესტო რეჟიმია, ჯერჯერობით უფასო იქნება. 

თუ იმაზე ფიქრობთ, რომ დრონი ბევრ პროდუქტს ერთად ვერ მოიტანს, ნუ იდარდებთ: Wendy’s ამ შემთხვევებისთვის რამდენიმე დრონის ერთდროულად გამოყენებას განიხილავს.

europop forum: Tales of Play — რა გელით სპორტზე თხრობის ფორუმზე?

Silk Catering-ის პროფესიონალი გუნდი და მრავალფეროვანი გამოცდილება