15
Nov
2018

„ქვეყნის წინსვლისთვის აუცილებელია ბევრმა ადამიანმა „გაბედოს“ – „ვენდის“ და „დანკინის“ მხარდაჭერა POPXSpotlight-ს

15 Nov 2018

სულ უფრო ცოტა დრო რჩება დღემდე, როცა თბილისში, 26 ინოვატორი დღის შუქზე გამოვა და საკუთარ გამბედაობაზე მოგვიყვება. ეს იქნება პირველი POPXSpotlight, ღონისძიება, რომელიც ინოვაციებსა და ტექნოლოგიებს მიეძღვნება და 18 ნოემბერს, „რედისონის“ დიდ დარბაზს, 500-ზე მეტ დამსწრესთან ერთად დაიკავებს. ღონისძიებას Marketer.ge, „ევროპაბეთის“ მულტიმედია პლატფორმა POPX-თან ერთად წარმოგიდგენთ. POPXSpotlight-ს, წინა 6 „სფოთლაითის“ მსგავსად, მხარდაჭერას უცხადებენ სხვადასხვა კომპანიები. მათ შორის წელს პირველადაა ამერიკული რესტორნების ქსელ „ვენდისა“ და „დანკინის“ ქართული წარმომადგენლობა. „ვენდის“ მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი, ელენკა კოხრეიძე ღონისძიების მნიშვნელობასა და იმ ინოვაციურ მიდგომებზე გვესაუბრა, რომლებიც კომპანიისთვის POPXSpotlight-ის მხარდაჭერის წინაპირობად იქცა:

M: რამდენად მნიშვნელოვანია „ვენდისთვის“ ინოვაცია და შესაბამისად, ღონისძიება POPXSpotlight-ის მხარდაჭერა?
„ვენდისა“ და „დანკინის“ ქართული წარმომადგენლობისთვის ინოვაციური მიდგომები ბიზნესის წარმოების მთავარი მოდელია. მუდმივი სიახლე, რისკი და გადადგმული ნაბიჯების ანალიზი არის ჩვენი ბრენდების წარმატების ფორმულა. გვიხარია, რომ მოგვეცა საშუალება ვიყოთ POPXSpotligh-ის მხარდამჭერები, მნიშვნელოვანია ხელი შევუწყო ისეთი წარმატებების აღიარებას, გააზრებასა და მასებისთვის გაცნობას, რისი დემონსტრირებაც  ამ „სფოთლაითზე“ მოხდება. არა მარტო პიროვნებების, არამედ კომპანიებისა და ქვეყნის წინსვლისთვის აუცილებელია ბევრმა ადამიანმა „გაბედოს“ და ინოვაციური იდეების განხორციელებისკენ, თუნდაც, მცირედი ნაბიჯები გადადგას.

M: რატომ POPXSpotlight? რას უწყობს ხელს მსგავსი ღონისძიებები და რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროცესში, „ვენდის“ მსგავსი კომპანიების ჩართულობა? 
კერძო სექტორის მიერ სფოთლაითისნაირ ღონისძიებებში ჩართულობა ხელს უწყობს ინფორმაციის მიტანას სწორ აუდიტორიასთან, საინტერესო პიროვნებებისა და პროფესიონალების ჩართულობასა და მსმენელების დაინტერესებას. ჩვენ არ ვართ განებივრებულები სხვადასხვა საგანმანათლებლო/ინსპირაციული ივენთებით, სადაც შესაძლებელია სპიკერთან კომუნიკაცია და დისკუსია. წლების განმავლობაში, „სფოთლაითის“ მიმართ გაჩნდა ნდობა, რაც ეფუძნება ორგანიზების ხარისხს, საინტერესო სპიკერებსა და მნიშვნელოვან/აქტუალურ თემებს.

განხილვა