ბურგერი დამზადებულია სპეციალური რეცეპტით, გაუყინავი ხორცით, ვენდისის განუმეორებელი ყველის სოუსით, შებოლილი ხრაშუნა ბეკონით და ცინცხალი ბოსტნეულით. გარდა ამისა, სპეციალურად ამ ჩიზბურგერისთვის განსხვავებული რეცეპტით მზადდება ავსტრიული პრეტცელის ფუნთუშა, რომელიც გამორჩეულია მისი გემოვნური თვისებებით, რაც ბურგერის გემოს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის.
ვენდისში კიდევ ერთი სიახლეა — აპლიკაცია რომელიც ვენდისის და დანკინის მომხმარებელს საშუალებას აძლევს, შეუკვეთოს და გადაიხადოს წინასწარ, რიგში დგომის გარეშე და მიიღოს სასურველი პროდუქტი, მისთვის სასურველ რესტორანში.
[R]