in

Wendy’s – „მომხმარებლის საყვარელი ბრენდი”

Wendy’s საქართველოს წარმატებული მარკეტინგული კამპანიები გლობალური ყურადღების ცენტრში მოექცა

„წლის საუკეთესო ფრენჩაიზი“, „წლის საუკეთესო ოპერატორი“ და „მომხმარებლის საყვარელი ბრენდი” – ეს ის კატეგორიებია, რომლითაც საქართველოს Wendy’s-მა APMEA-ს საერთაშორისო სამიტზე ჯილდოები მოიპოვა. ცნობილი ამერიკული ბრენდის ქართული წარმომადგენლობა ერთგულია იმ ღირებულელებისა, რომელსაც გლობალური Wendy’s ამკვიდრებს. ეს შედეგებიც ამის კიდევ ერთი დასტურია.

წლიდან წლამდე Wendy’s საქართველო მრავალი საინტერესო მიმართულებით ვითარდება და ამ სტატიაში გვინდა მიმდინარე წლის მარკეტინგული კამპანიები, პროექტები და ციფრული ინოვაციები გაგაცნოთ, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს სწორედ ზემოთ ხსენებული ჯილდოს მოპოვებაში.

Marketer-ის კითხვებს კომპანიის მარკეტინგის დირექტორმა, ალექსანდრე შენგელიამ უპასუხა:

M: ლექსო, გასულ წელს განხორციელებული რომელი მარკეტინგული კამპანიები იყო ყველაზე წარმატებული?

გასულ წელს Wendy’s საქართველომ რამდენიმე სტრატეგიული კამპანია განახორციელა, თუმცა განსაკუთრებით წარმატებულად მიმაჩნია ისინი, რომლებიც ორიენტირებული იყო გემოზე, ხარისხსა და ბრენდის იმიჯზე.

ყველაზე დიდი ეფექტი ჰქონდათ:

  • Takis Burger და Wendy Plant burger with beyond meat კამპანიებს, რომლებმაც არა მხოლოდ გაყიდვები გაზარდეს, არამედ ბრენდის “great taste” ასოციაცია გაძლიერეს. პირველები გავხდით ბაზარზე, ვინც მსოფლიო ბრენდები Takis და Beyond Meat  ჩვენს რესტორნებში შემოიყვანა და მომხმარებელს სრულიად განსხვავებული გემო შესთავაზა. ასევე, პირველი ბრენდი ვართ საქართველოში, რომელმაც ვეგეტარიანელებს, ვეგანებს და მარხვაზე მყოფ ადამიანებს შესაბამისი მენიუ შესთავაზა;
  • Kids Meal Toy-ს პროგრამას, რომელმაც მნიშვნელოვნად გააძლიერა Wendy’s-ის ემოციური კავშირი ოჯახურ აუდიტორიასთან და ბავშვებთან. უნდა აღინიშნოს, რომ „ვენდის საქართველო” პირველია სხვა ქვეყნებს შორის, რომელმაც ეს მიმართულება პრიორიტეტად აქცია თავის სტრატეგიაში;
  • Drive-thru-ის გაძლიერების კამპანიას „Drive Fest”, რომელიც ძლიერი კონტრიბუტორი იყო ტრაფიკის მკვეთრ ზრდაში და დარწმუნებულნი ვართ, ეს პლატფორმა არაერთ კრეატიულ და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებულ კამპანიას დაუდებს სათავეს.

M: რა გზავნილს აწვდიდა თქვენი კამპანიები და როგორ ახერხებდით გლობალური იდენტობის ლოკალიზებას?

გლობალური ბრენდის სტანდარტი პროდუქტებითა და ინოვაციებით მოვარგეთ საქართველოს რეალობას, რომლებიც ქმნის ადგილობრივ ემოციურ კავშირს.

მაგალითად, ისეთი გლობალური ბრენდების ინტეგრირებით, როგორიცაა Takis, Beyond Meat და Trucillo Coffee, შევძელით დაგვემატებინა ახალი გემოები, კატეგორიები და გამოცდილებები, რომლებიც ქართულ მომხმარებელზე ძალიან კარგად „ჯდება” და ამარტივებს Wendy’s-ის ლოკალური სიყვარულის გაზრდას.

გარდა პროდუქტული ინოვაციებისა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ციფრულმა სიახლეებმა: სრულად განახლებული თვითშეკვეთის კიოსკები და ახალი აპლიკაცია, რომელიც ბევრად უფრო სწრაფ და კომფორტულ გამოცდილებას ქმნის.

ჯამში, სწორედ ამ ყველაფრის კომბინაციამ გახადა Wendy’s ნამდვილად locally loved ბრენდი ქართულ ბაზარზე.

M: რომელი არხები იყო ყველაზე ეფექტური?

ყველაზე ეფექტიანი აღმოჩნდა ის არხები, სადაც მომხმარებელს ვთავაზობდით სიმარტივეს, პერსონალიზაციას და პირდაპირ ღირებულებას.

აპლიკაცია – მთავარი და ძლიერი არხი, რომელიც ერთ ეკოსისტემაში აერთიანებს Wendy’s, Dunkin’ და Subway-ს. მასში თავმოყრილია პერსონალიზებული კომუნიკაცია, ქულები, წინასწარი შეკვეთა და შეთავაზებები.

Delivery არხები (Wolt, Glovo) – სწრაფად მზარდი პლატფორმები, სადაც ძლიერი კომუნიკაციითა და კატეგორიის მართვით, ლიდერობა შევინარჩუნეთ. Deliveries გახდა Wendy’s-ის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი მიმართულება.

Digital არხები (Meta, TikTok, YouTube) – კრიტიკულია ხედვადობისა და ინტერაქციისთვის. განსაკუთრებით ეფექტურია TikTok-ის მოკლე ვიდეოები და მაღალი reach-ის კამპანიები Meta/YouTube-ზე.

Influencers – დაგვეხმარნენ „locally loved“ იმიჯის გაძლიერებაში. ფართო და ნიშურ ინფლუენსერებთან თანამშრომლობამ მოგვცა თანამედროვე ტონი, რეალური რეკომენდაციები და ორგანული ჩართულობა.

M: რამ განაპირობა Wendy’s საქართველოს წარმატება APMEA-ს სამიტზე და რა მნიშვნელობა აქვს ამ ჯილდოს?

ჩვენი წარმატება რამდენიმე კრიტიკულ ფაქტორს დაეყრდნო: ყველა არხში სტაბილურ ზრდას (dine-in, delivery, drive-thru, app), თამამ და თანამედროვე მარკეტინგს, მაღალი ხარისხის პროდუქტს, ძლიერ ოპერაციულ დისციპლინას და ერთ-ერთ საუკეთესო ციფრულ ტრანსფორმაციას რეგიონში.

მიღებული ჯილდოები ჩვენი გუნდური შრომისა და სტრატეგიის ძლიერი აღიარებაა. ისინი გვიდასტურებს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ, გლობალური სტანდარტით ვფასდებით და რეალურად კონკურენციას ვუწევთ წამყვან ბაზრებს. ეს ჯილდო განსაკუთრებით ზრდის გუნდის მოტივაციას და აძლიერებს განცდას, რომ Wendy’s საქართველო არის ადგილი, სადაც შრომა ნამდვილად ფასდება და რეალურ შედეგად გარდაიქმნება.

M: რა ინოვაციები და ციფრული პროდუქტები დანერგეთ?

ბოლო წელს ძირითადი ფოკუსი მომხმარებლის გამოცდილების სრულ ციფრულ ტრანსფორმაციაზე გაკეთდა: განვაახლეთ Wendy’s App, რომელიც ახლა წარმოადგენს ერთიან loyalty ეკოსისტემას Wendy’s, Dunkin’ და Subway-სთვის, შეიცავს გემიფიკაციას, AI პერსონალიზაციას და წინასწარი შეკვეთის ფუნქციას; დავნერგეთ ახალი თაობის self-ordering kiosks ინტუიციური დიზაინით, ჭკვიანი upsell-ლოგიკით და აპთან სრული ინტეგრაციით; ასევე დავხვეწეთ „ციფრული ინფრასტრუქტურა”, რათა მომსახურება ყოფილიყო უფრო სწრაფი, მარტივი და კომფორტული.

M: რა იყო მთავარი გამოწვევები და როგორ დაძლიეთ ისინი?

ყველაზე დიდი გამოწვევა იყო ყველა ციფრული არხში ერთიანი, მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა – პროცესების გამართვა, გუნდის განვითარება და უწყვეტი ხარისხის შენარჩუნება. ამისთვის შევქმენით მკაფიო სტრუქტურა, განვავითარეთ ძლიერი ციფრული გუნდი, რომელსაც აქვს როგორც კრეატიული, ისე ანალიტიკური კომპეტენციები. დავნერგეთ კონკრეტული KPI-ები და ყოველდღიური მონიტორინგი, თითოეულ თანამშრომელს კი მივანიჭეთ სრული უფლებამოსილება ამოცანებზე, რითაც პროცესები გახდა უფრო სწრაფი, გამჭვირვალე და პროგნოზირებადი, რაც ჩვენი ციფრული ზრდის მთავარი საფუძველი გახდა.

M: როგორია Wendy’s საქართველოს სამომავლო ხედვა და მიზნები?

Wendy’s საქართველოს სამომავლო მიზანია, გახდეს ბაზრის უდავო ლიდერი გემოს, ხარისხისა და მომხმარებლის გამოცდილების კუთხით. ამისთვის ფოკუსს ვაკეთებთ პროდუქტების უმაღლეს ხარისხზე, მომხმარებელთან ემოციური კავშირის გაღრმავებაზე, მიწოდების არხების ზრდაზე, ციფრული პლატფორმების (აპი, კიოსკები, loyalty) მინიმუმ 2x განვითარებაზე, საბავშვო/საოჯახო სეგმენტის გაძლიერებაზე და პროდუქტის მუდმივ ინოვაციაზე.

მოკლედ, ჩვენი ხედვაა Wendy’s საქართველო იყოს ბრენდი, რომელსაც ადამიანები ენდობიან, უყვართ და ყოველთვის უბრუნდებიან.

[R]

როგორ გამოვიდეთ კონტენტის მომხმარებლის როლიდან და ვიქცეთ კრეატორად

რატომ უყვართ მომხმარებლებს შავი პარასკევი? — აი, რას ამბობენ ნეირომეცნიერები