in

Wendy’s – უკვე თბილისში

Wendy’s12 სექტემბერს, თბილისში ამერიკული ქსელის  Wendy’s   -ის რესტორანი იხსნება.

“ვისოლ ჯგუფში ” ამბობენ, რომ საქართველოს ბაზარზე შემოსვლა ბრენდის აღმოსავლეთ ევროპაში განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია და ეს უფლება საქართველოსა და აზერბაიჯანში ექსკლუზიურად მათმა კომპანიამ მიიღო.

რუსთაველზე 1000 კვადრატულამდე ფართობზე განთავსებული ორსართულიანი შენობა ბრენდის რესტორანს, ბავშვთა გასართობ და სადღესასწაულო ცენტრს, სათამაშო ზონას და კაფეს მოიცავს. “ვისოლ ჯგუფში” ამბობენ, რომ პროდუქცია ყველა – დაბალი, საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე მომხმარებელზეა გათვლილი.

მსოფლიოს მასშტაბით Wendy’s -ის ქსელის მთავარი კონკურენტები  McDonald’s და Burgerking–ია. საქართველოში ახლადშემოსულ ბრენდს მათთან მოუწევს “დაპირისპირება”. “ვისოლ ჯგუფში” ამბობენ, რომ პროდუქციისა და მომსახურების ხარისხი მათთვის უმთავრესი პრიორიტეტია.

“ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე თვლის, რომ სხვა სწრაფი კვების ობიექტებთან შედარებით , Wendy’s  რამდენიმე უპირატესობა აქვს :

„ჩვენ გვჯერა, რომ Wendy’s საფირმო კერძები – საქონლის და ქათმის ხორცის ბურგერები, „ჩილი“, ბოსტნეულის სალათები, გამომცხვარი კარტოფილი, რომლებიც შეკვეთისას მზადდება და მრავალი სხვა, ყველაზე მომთხოვნ მომხმარებელსაც კი მოხიბლავს. Wendy’s კაფე კი თბილისში გამორჩეული იქნება პრემიუმ კლასის უგემრიელესი ყავითა და დესერტებით. სწორედ ამიტომ გაიარა პერსონალმა თვეების მანძილზე პროფესიული ტრენინგი როგორც ამერიკაში, ისე საქართველოში“.

“ვისოლმა” Wendy’s  რესტორნების განვითარებაზე უფლება 2012 წელს მოიპოვა. მათი თქმით, ეს დრო ტექნიკური აღჭურვილობის, ავეჯისა და ინტერიერის დიზაინისთვის სამშენებლო მასალების ამერიკიდან იმპორტს დასჭირდა. დიზაინის კონცეფციაზე მუშაობა 7 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. დიზაინის შექმნაში მონაწილეობა ამერიკულ კომპანიასთან ერთად ქართულმა ორგანიზაციამ Designbureau.ge მიიღო.

ბრენდს, რომლის სამიზნე აუდიტორიაც 15-დან 60 წლამდე ორივე სქესის წარმომადგენლებს აერთიანებს, საქართველოში ნაკლებად იცნობენ. საშუალოდ, 10 –დან 6 მომხმარებელმა არ იცის, რა ბრენდია Wendy’s–ი. იმ პირობებშიც კი, ცნობადობის ასამაღლებლად პიარ კამპანია მის გახსნამდეც მიმდინარეობს. “ვისოლ ჯგუფში” ამბობენ, რომ რესტორნის გახსნამდეც და შემდგომაც აქტიური მარკეტინგული თუ პიარ კამპანიაა დაგეგმილი და იმედოვნებენ, რომ მალე ყველასათვის საყვარელი ბრენდი გახდება.

Wendy’s – ს პირდაპირ კონკურენტად მიიჩნევს McDonald’s–ი, თუმცა მისი წარმოამდგენლები, ამ ეტაპზე, საქართველოში ვრცელ კომენტარს არ აკეთებენ. “რაც ნაკლები რესტორანი იქნება ბაზარზე მით მეტი ადამიანი ივლის “მაკდონალდსში”.

მუდამ ვზრუნავთ ჩვენს მომხმარებელზე, ამ ეტაპზე მათ სიახლის სახით, “როლებს” ვთავაზობთ”-ამბობს საქართველოში ბრენდის გენერალური დირექტორი თენგიზ კაპანაძე.

Wendy’s – ის რესტორანი პირველად აშშ-ში, ქალაქ კოლომბუსში (ოჰაიოს შტატი) 1969 წლის 15 ნოემბერს გაიხსნა. მსოფლიოს მასშტაბით, ჯერ კიდევ 2010 წელს, ბრენდის 6650 რესტორანი იყო.

მარკეტერი 2 წლისაა

მაიკლ ბენგი

ექსკლუზიური ინტერვიუ მაიკლ ბენგთან