წარმოგიდგენთ Wendy’s საახალწლო სიმღერას, რომლის ტექსტიც ვენდის ლაიქერების კომენტარებითაა შედგენილი.
მარკეტერის შეფასებით ეს არის სოციალური მედიის მართვის, მომხმარებლის ჩართულობის და კრეატიულობის ძალიან კარგი მაგალითი, პროექტის კრეატიული კონცეფცია სარეკლამო სააგენტო Leavingstone-ს ეკუთვნის.
“ხალხს ვთხოვეთ კომენტარებში მათთვის სასურველი ტექსტის/რითმების მოწერა, დავპირდით, რომ სპეციალურად ვენდისთვის შექმნილი ჯგუფი “დილა როა” იმღერებდა ამ კომენტარებს. შემდეგ საახალწლო სიმღერა შეირჩა, გამოვიყენეთ მომხმარებლების კომენტარები და ვიდეოც One shot-ით გადავიღეთ ვენდისში “დილა როას” ბიჭების, ვენდის პერსონალის და თეთრი ბაჭიას მონაწილეობით” – ამბობს ლევან ლეფსვერიძე.
ნახეთ და შეაფასეთ