30
May
2019

Wendy’s უკვე „ვოლტზეა“!

30 May 2019

„ვოლტს“ Wendy’s რესტორნები დაემატა – მომხმარებელისთვის აქ უკვე ხელმისაწვდომია Wendy’s პიცა და Wendy’s Cafe. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, Wendy’s-ისდან მიტანის სერვისი უფასოა.

 

„ ამიერიდან, „ვოლტის“ მომხმარებლები მისი საყვარელი ბურგერების, პიცის და ტკბილეულის გამოძახებას  უკვე Wendy’s-ის თბილისის და ბათუმის რესტორნებიდან შეძლებენ. რაც ყველაზე მთავარია, Wendy’s რესტორნებიდან „ვოლტით“ მიტანის სერვისი უფასო იქნება.

აღსანიშნავია, რომ „ვოლტში“ Wendy’s თბილისის ექვსი ფილიალია წარმოდგენილი, რაც მას ქალაქის პრაქტიკულად ყველა უბანში ხელმისაწვდომს ხდის. ესენია: რუსთაველის, ვაკის, საბურთალოს, დოლიძის, დიღმის და „ისთ ფოინთის“ ფილიალები. ბათუმში კი ტბელ აბუსერიძის ფილიალიდან არის შესაძლებელი შეკვეთა“.

ვენდის“ ბურგერების და პიცის შეკვეთა, „ვოლტის“ აპლიკაციითა და ვებგვერდით შეიძლება.

„ „ვოლტი“ საკვების მიტანის ფინური კომპანიაა, რომელიც 2014 წელს, ჰელსინკიში დაარსდა. დღეს, მისი სერვისით სარგებლობა მსოფლიოს 15 ქვეყანასა და 45-მდე ქალაქშია შესაძლებელი. მათ შორისაა: კოპენჰაგენი, ტალინი, პრაღა, თელ-ავივი, ბუდაპეშტი, საქართველოში კი – თბილისი და ბათუმი.  საქართველოში ვოლტი 2018 წლის მაისში შემოვიდა. დღეს, „ვოლტის“ აპლიკაციით კერძების გამოძახება თბილისის და ბათუმის 300-მდე რესტორნიდან არის შესაძლებელი და მისი სერვისით ყოველდღიურად ათასობით მომხმარებელი სარგებლობს“.

[R]

განხილვა