in

Wendy’s-ის ორსიტყვიანი შეცდომა და გაკვეთილი ბრენდებისთვის

„დინამიკური ფასები“ — ეს ორი სიტყვა გააჟღერა Wendy’s-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კირკ ტანერმა ბოლო მოგების აღნიშვნისა და სამომავლო ინიციატივის აღწერისას.

„2025 წლიდან გაუმჯობესებული ფუნქციების ტესტირებას ვიწყებთ, როგორიცაა დინამიკური ფასები. ასევე, ხელოვნური ინტელექტის მიერ განხორციელებული ცვლილებები მენიუში“. თითქოს, დადებითი კონტექსტით ნათქვამ სიტყვებს მომხმარებელთა საპროტესტო ტალღა მოჰყვა — ისინი ფიქრობდნენ, რომ დინამიკურ ფასებში მოთხოვნის ზრდის პირდაპირპროპორციული ფასები იგულისხმებოდა; მაგალითად, გადატვირთულ საათებში პროდუქციის ღირებულება მოიმატებდა.

ადამიანები იმდენად გაბრაზდნენ, რომ საერთოდ უარს ამბობდნენ ვენდისში მისვლაზე. შემდეგ კი კომპანიამ განცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც, ყველაფერი ერთი დიდი გაუგებრობა იყო. „არ ვგეგმავთ ფასების გაზრდას, როდესაც ბევრი მომხმარებელი ერთად გვესტუმრება. უბრალოდ, ყველაფერს იმის მიხედვით დავარეგულირებთ, როგორც უმჯობესი იქნება ხალხისთვისაც და ჩვენთვისაც“.

რეალურად, ამგვარი მისკომუნიკაცია ემოციურ ინტელექტთანაა დაკავშირებული — უფრო კონკრეტულად, ენის ძალასთან და ბრენდის მიერ გამოყენებული სიტყვების ემოციურ ეფექტთან.

მოცემული ფიასკოდან კი რამდენიმე გაკვეთილის სწავლა შეგვიძლია: პირველ რიგში, ტანერს არ ესმოდა ფრაზის ზუსტი მნიშვნელობა. ან პირიქით, ზუსტად იცოდა, რასაც ამბობდა და მხოლოდ საპასუხო რეაქციის შემდეგ გადაიფიქრეს სიახლის დანერგვა. თუკი ამ მეორე შემთხვევას განვიხილავთ, Wendy’s-ს მეტი ემპათიურობის გამოჩენა შეეძლო. მაგალითად, ხაზი გაესვა სარგებლისთვის, რომელსაც სიახლე მოუტანდა მომხმარებლებს — თუნდაც, დიდი ფასდაკლებები დაბალი ტრაფიკის დროს.

რაც შეეხება ფრაზის დაუზუსტებლობას, უნდა გაითვალისწინოთ, რომ სიტყვებს უდიდესი ძალა აქვს. ლექსიკას, რომელსაც ბიზნესისა და გეგმების აღსაწერად აირჩევთ, შეიძლება უზარმაზარი ემოციური ეფექტი ჰქონდეს მომხმარებლებზე. შესაძლოა, სწორედ მასზე იყოს დამოკიდებული, რამდენად შეიყვარებენ ან შეიძულებენ ბრენდს…

სმარტფონი აპლიკაციების გარეშე — ინოვაციური კონცეფცია

როგორ გაჩნდა წყალი დედამიწაზე? — კვლევა