in

“ვისოლ ჯგუფი” პიცერიების ქსელის შექმნას იწყებს

სულ მალე, “ვენდის” რესტორნებში პიცის დაგემოვნება შესაძლებელი გახდება. „ვისოლ  ჯგუფი” ბიზნესის დივერსიფიკაციას განაგრძობს და სწორედ ამ მიზნით, პიცერიების ქსელის შექმნას იწყებს. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად “ვენდის” პიცის დაგემოვნება მისივე რესტორნების სპეციალურ, პიცის კუთხეებში იქნება შესაძლებელი. თუმცა, როგორც “ვენდის” გენერალური დირექტორი, გიორგი მშვილდაძე აცხადებს, დაგეგმილია “ვენდის” პიცერიების ცალკე მდგომ ქსელად განვითარებაც.

 

ამჟამად, პიცის დაგემოვნების საშუალება მხოლოდ ვაკისვენდისფილიალშია შესაძლებელი, თუმცა, მომხმარებლებს სხვა ფილიალებშიც მალე ექნებათ მისი გასინჯვის შესაძლებლობა.

„სამომხმარებლო ბაზრის შესაბამისი კვლევების საფუძველზე დავრწუნდით, რომ პიცა ჩვენს ქვეყანაშიც საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და პროექტის მაღალი ხარისხით შესრულების შემთხვევაში იდეა წარმატებული იქნება. შესაბამისად, ამ ხნის განმავლობაში ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს 2 ამერიკულ ბრენდთან, რომლებიც პიცის სეგმენტში ოპერირებენ. ამასთან, აღნიშნული პროექტის შესახებ, საწყისი ეტაპიდანვე, ასევე პარალელურ რეჟიმში მოლაპარაკებებს ვმართავდით ჩვენს ამერიკელ პარტნიორთან – “ვენდისთან”. „ვენდი“ საქართველოში მყარ პოზიციებს ფლობს, მაღალი ცნობადობით გამოირჩევა და ვფიქრობდით, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან შესაბამისი თანხმობის მიღების შემთხვევაში, პიცერიების პროექტის განვითარება „ვენდის“ რესტორნების ფორმატში და „ვენდის“ ბრენდის ქვეშ ეკონომიკურად ყველაზე კარგ შედეგს მოიტანდა.”

თავდაპირველად “ვენდის” პიცის კუთხე ქუთაისის ფილიალში გაიხსნა, თუმცა, იგი სატესტო რეჟიმში მუშაობდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ აღმოჩნდა, რომ “ვენდის” ამერიკელი წარმომადგენლების მიერ დადგენილ პარამეტრებს პიცის კუთხემ 2.6-ჯერ გადააჭარბა, რაც უკვე ლოგიკური დასტური იყო იმისა, რომ ამ პროექტს სხვა ფილიალებიც მოეცვა.

“თავიდან ამ პროექტის განხორციელებას უშუალოდ ვენდის ფილიალებში ვგეგმავთ, გავაკეთებთ განსაკუთრებული სილამაზით და ეშხით. შევიტანთ ამ ყველაფერში იტალიურ ელემენტებსაც. მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი მოგვარდება, ვაპირებთ, გავაკეთოთ ცალკე პიცერიები. იმის გამო, რომ თითოეული პროექტი გარკვეულ საინვესტიციო მიმართულებასთანაა დაკავშირებული და იმის გამოც, რომ თავად რესტორანს სჭირდება გადაკეთება და ამ კუთხის დამოუკიდებლად გამოყოფა, თითოეულ რესტორანზე გამოყოფილია დაახლოებით 2-3 თვე.”

“ვენდის” პიცის რესტორნებში თავდაპირველად 5 სახეობის პიცის დაგემოვნება იქნება შესაძლებელი: პიცა ბეკონატორი, პიცა ოთხი ყველით, მარგარიტა, პეპერონი და ვეგეტერიანული პიცა. აღსანიშნავია ისიც, რომ პიცის აღნიშნული სახეობები იტალიური ინგრედიენტებით დამზადდება: იტალიური ფქვილი, მოცარელა, პიცის სოუსი, ყველი პარმეზანი, ყველი გორგონძოლა და სხვა. ხუთივე პიცის ღირებულება 11.4 ლარი იქნება.

გიორგი მშვილდაძის თქმით, პროდუქტის შესაქმნელად კომპანია საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა იტალიელ კონსულტანტებთან ქ. ნეაპოლიდან, რომელიც იტალიური პიცის დაბადების ადგილია.  სწორედ იტალიელ კონსულტანტებთან ერთად შეირჩა რესტორნებისთვის პიცის ასორტიმენტი, ინგრედიენტები და დანადგარები. ასევე, იტალიელ ექსპერტებთან ინტენსიური ტრენინგი გაიარეს კომპანიის სპეციალისტებმა, რომლებთან ერთადაც პიცერიების ქსელის განვითარება დაიწყო.

[R]

Facebook გეგმავს, რომ Messenger-იდან, Instagram-სა და WhatsApp-შიც შევძლოთ მიმოწერა

ინფლუენსერებს სარეკლამო პოსტებზე მიღებული საჩუქრის, ან ფულადი ანაზღაურების მითითება მოუწევთ